 | ავტორი: კეთილი მოჩვენება ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 სექტემბერი, 2014 |
ისევ დაგინახე... მე მხოლოდ ის მახსოვს, ზღვაში რომ შევცურე ძალიან, ძალიან შორს...მერე ფეხზე ფსკერი მომხვდა...ავდექი. წყალი მუხლებამდე იყო. ასე ვიარე კარგა ხანი და მერე კუნძულზე ( ნუ , როგორც გავიფიქრე მაშინ , რაღაც ლაგუნაზე მოვხვდი...) კარგა ხნის სიარულის შემდეგ დავინახე უცნაური სახლები... შიგნით საშხაპეები იდგა...შხაპის მიღება გადავწყვიტე, მაგრამ ყველგან წყალგარეული შამპუნის ფერადი ქაფი მოდიოდა.... უცნაური შეფერილობა ჰქონდა სამყაროს. კედელზე დაკიდულ საათს ოცდაშვიდციფრიანი ციკლი ჰქონდა .სვლა გავაგრძელე . მერე კვლავ წყალი დაიწყო, მაგრამ ჰოი საოცრებავ, ქვიშები ფერადი იყო და თან რაღაც საოცრად ფანტასტიურ შუქებს ირეკლავდნენ.. შევნიშნე, რომ წყალიც ფერადი იყო. მე იასამნისფერ მეტალიკში ვცურავდი, ჩემს გვერდით ვარდისფერი იყო. იქით იისფერი ...ურიცხვი ფერის წყალი და ქვიშა იყო ირგვლივ....მეტალიკი სჭარბობდა, თუმცა იყო ალმასივით ჭვირვალობაც. ეს სად მოვხვდი მეთქი, ვფიქრობდი და გაოგნებული ვტკბებოდი ამ ფანტასმაგორიული ფერების, თუ ქვიშების შეხამებით... ისევ დაგინახე... მიღიმოდი... გეცვა ნისლივით თხელი სურვილები...მერე შიშველი ფეხებით ზევიდან შენელებული ჩანჩქერივით ჩამოედინე...მარმარილოს კლდეში ნაკვეთ კიბეს შენი ცხელი ტერფები ასველებდნენ... გქონდა ძალიან ბევრი ღიმილი და მაგნიტივით ხმა... შენი ხმა სურვილების ფერადი ოკეანე იყო , სადაც ჩემი სმენა იალქნიანი ნავივით დაცურავდა..შენმა ხმამ, სილამაზემ ძალიან მიმიზიდა შენსკენ... მე კი ვიდექი და ვიღიმოდი.... რამდენიმე ფერადი მზე იყო ირგვლივ, არ დამითვლია.საოცარი იყო მართლა ამდენი მზით გალიცლიცებული ზღვა და ფერადი სამყარო... სწორედ მაშინ შევნიშნე, რომ წყალშიც ერთ პატარა მზეს ეძინა. მთვარისხელა ციცინათელასავით ფეთქავდა ცისფრად -წყალქვეშეთში.. მივხდი, რომ მეც შენსავით ბავშვი ვიყავი და ძალიან მომინდა იმ წყალში შენთან ლივლივობანა მეთამაშა... ულამაზესი საყურეები გეკეთა...შენ იმ სამყაროს დედოფალი იყავი. .. იმის მერე აღარ მინახიხარ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გაიხარე მუხა, დიდი მადლობა მეგობარო ;:))
ხოო , ვინ იცის , ვინ იყო :))) გაიხარე მუხა, დიდი მადლობა მეგობარო ;:))
ხოო , ვინ იცის , ვინ იყო :)))
10. კარგი იყო ფერები!
მერე აღარ მინახიხარ.... ეგება მოჩვენება იყო?! კარგი იყო ფერები!
მერე აღარ მინახიხარ.... ეგება მოჩვენება იყო?!
9. დიიიდი მადლობა ფრიად : )))) დიიიდი მადლობა ფრიად : ))))
8. ლამაზი იყო და ამ დილით წაკითხვამ მასიამოვნა ძალიან :) ლამაზი იყო და ამ დილით წაკითხვამ მასიამოვნა ძალიან :)
7. გეცვა ნისლივით თხელი სურვილები...მერე შიშველი ფეხებით ზევიდან შენელებული ჩანჩქერივით ჩამოედინე...მარმარილოს კლდეში ნაკვეთ კიბეს შენი ცხელი ტერფები ასველებდნენ... გქონდა ძალიან ბევრი ღიმილი და მაგნიტივით ხმა... შენი ხმა სურვილების ფერადი ოკეანე იყო , სადაც ჩემი სმენა იალქნიანი ნავივით დაცურავდა..შენმა ხმამ, სილამაზემ ძალიან მიმიზიდა შენსკენ... ++
მაშინ შევნიშნე, რომ წყალშიც ერთ პატარა მზეს ეძინა. მთვარისხელა ციცინათელასავით ფეთქავდა ცისფრად -წყალქვეშეთში.. ++
ვკითხულობდი და ჰოდა მეც ჩავიძირე ამ ფერადი ზღაპრის წყალქვეშეთში რა რბილი იყო რა კარგი :) :) გეცვა ნისლივით თხელი სურვილები...მერე შიშველი ფეხებით ზევიდან შენელებული ჩანჩქერივით ჩამოედინე...მარმარილოს კლდეში ნაკვეთ კიბეს შენი ცხელი ტერფები ასველებდნენ... გქონდა ძალიან ბევრი ღიმილი და მაგნიტივით ხმა... შენი ხმა სურვილების ფერადი ოკეანე იყო , სადაც ჩემი სმენა იალქნიანი ნავივით დაცურავდა..შენმა ხმამ, სილამაზემ ძალიან მიმიზიდა შენსკენ... ++
მაშინ შევნიშნე, რომ წყალშიც ერთ პატარა მზეს ეძინა. მთვარისხელა ციცინათელასავით ფეთქავდა ცისფრად -წყალქვეშეთში.. ++
ვკითხულობდი და ჰოდა მეც ჩავიძირე ამ ფერადი ზღაპრის წყალქვეშეთში რა რბილი იყო რა კარგი :) :)
6. დიდი მადლობა ჭავ :))
ასეთ სიზმრებს ვხედავ ზოგჯერ :დ დიდი მადლობა ჭავ :))
ასეთ სიზმრებს ვხედავ ზოგჯერ :დ
5. ფერადი სიზმარივით იყო...:) ფერადი სიზმარივით იყო...:)
4. კარგია ლივლივი :))) კარგია ლივლივი :)))
3. Vილივლივოთ)) Vილივლივოთ))
2. თქვენ კიდევ არ გჯერათ? :))
მადლობაა თქვენ კიდევ არ გჯერათ? :))
მადლობაა
1. იცი, პოეზიასავით ჩავიკითხე...
საოცარია
:)
იქნებ დავიჯერო კიდეც, რომ კეთილი მოჩვენებები არსებობენ იცი, პოეზიასავით ჩავიკითხე...
საოცარია
:)
იქნებ დავიჯერო კიდეც, რომ კეთილი მოჩვენებები არსებობენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|