ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუცი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2014


###

მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი. . . . . . .
შენ მენატრები, დაუსრულებლად.
მაშინ როდესაც სასრული აქვს ყველაფერს რასაც,
ადამიანის გონება მისწვდა. . .
მე კი, ძილისწინ გულუბრყვილოდ ვუყვები ისევ
საკუთარ ფიქრებს, ჩემივე შეთხზულ უბრალო ზღაპრებს
და მჯერავს იმის, რომ, არსებობს სადღაც სიმშვიდე,
რომ არსებობს სადღაც ზღვა, პეშვით გამოსაცლელი.
შენ, ჩემგან შორს. . . უბრალოა ყოველი წუთი.
დაანოტივა მოგონება დროის დინებამ.
გაჯიუტებულ შემოდგომას გავყვები ეულ მგზავრად ზამთრამდე.
სხვა რაღა დამრჩა?!
მივაღწევ ვიცი - გაზაფხულს და  ამოვიცვავ მასვე ქალამნად.
მე მოვალ! - თუ სხეულში შემრჩა ღიმილი.
თუ შენ ზურგსუკან მობრუნებას შეძლებ წამით, რომ - გისუნთქო,
თუნდაც ვნებად, თუნდაც ჟინად,
არსებობა რომ გავაგრძელო, მე ჩემთვის ისევ წრებრუნვაში,
ჩემს წილ სივრცეში.
შენ მენატრები! დაუსრულებლად და უფრო ძლიერ.
მაშინ როდესაც სასრული აქვს ყველაფერს რასაც,
ადამიანის გონება მისწვდა.
ვიყო უგონო! ასე უფრო მარტივია მიყვარდეს ის რაც,
წააგავს ვაზნას, თოფის ლულაში ჩაჭედილს ან და
ირეალურის რეალურთან მიახლოებას.
შენ, გამუდმებით ჩემგან შორს რომ, ითენებ დილას.
შენ, სხვა აღმართზე მიმავალო - სხვა დაღმართს ჩავდევ.
ცივ ქვაზე  გიდებ მუჭში წლებით შენახულ  საგზალს.
ან ამოვლილზე ან ჩავლილზე იპოვო სადმე,
გამიზაფხულე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები