ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2014


წასვლა

წარსულივით რომ მოიჭრი ნაწნავს,
მე დამიტოვე და ისე წადი.

უკანასკნელად თვალს რომ შეავლებ,
იმ ოთახშიც მე დავსახლდები.
წიგნები, ბარგს რომ დაგიმძიმებენ,
დატოვე, - მაინც არ დაგტოვებენ.

ჩემი მკერდის და ჩემი მკლავების
უჰაერობა ამოისუნთქე
და ისე წადი.
ჩემი ამბორი შეიმშრალე
მაგ თვალებიდან
და ისე წადი.

მაგრამ წასვლამდე
ჩვენი სოფლის წყაროს უამბე
სიზმარი ჩემზე,
რომ არ აგიხდე არასოდეს.

შენ დაიცალე,
მე კი როგორც თიხის ჭურჭელი
თხემით ტერფამდე შენით ვარ სავსე.

მე ლექსს გადაგწერ გზაზე დამდგარს,
და მის სტრიქონებს გზაზე გაგიფენ.

სხვას არაფერს გთხოვ:
წაბლისფერი თმა დამიტოვე
და ისე წადი.

იმ თმით გიპოვი.

01.09.2014წ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს