ავტორი: free_levani ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2014
უშაქრო მთვარე
ჩაი რომ მოგიტანე, გახსოვს? ჩემი მონატრებით გაჟღენთილი, უშენო სუნთქვით. მიდი, დააყენე ის ჩაი და უშაქროდ მასვი. ჩვენ შუქებს ვაქრობთ, ფარდებს ვწევთ და სავსე მთვარეს მოკითხვას ვუთვლით. ქვემოთ პატარა იაკობი, გარეთ - ფისო ჰყავთ. ჩვენ ჩაის ჭიქით მთვარეს ვსვამთ და ერთად ყოფნას, როგორც სუნთქვას, ისე ვიზოგავთ.