ხანდახან ბავშვივით ანცობ და ფიფქია გენატრება, თოვლის დედოფლის ზღაპარი და ლურჯი იასამანი N, იმ ბიჭმა რომ გაჩუქა შორეულ ბავშვობაში... ზღვასავით ლურჯთვალებამ, გზას რომ გიფენდა ყვავილებით და გალაკტიონის მერის კითხულობდა შენს ფანჯრებთან, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, ზღვა მოკვდა იმ თვალებში N, მარტოობისაგან დაშრა და დაილია... შენი ბავშვობაც სოფლის ორღობეებს მოფენილი იების აფეთქებას გავდა, მისგან ნაკვალევიც კი არ დარჩა. გენეტრება მინდვრის ყავვილებისაგან დაწნული გვირგვინი N, მუნჯოსავით ჩუმი გამცილებელი რომელსაც ვერასოდეს ამჩნევდი, გაზაფხული რომ აფეთქდება, იასამანს ყიდულობ, და ფიქრობ... იქნებ მისმა სურნელმა გაპოვნინოს ის უფლისწული, ბავშვივით რომ გაგანებივრებს და საოცნებო სასახლეში გაცხოვრებს N, დილა გათენდა... მაგიდაზე ერთი ჭიქა ყავაა, მეორე დიდი ხანია ცარიელია. შენი თვალიდან ყინულის ნატეხი ვერავინ ამოიღო, ან იქნებ არც უცდიათ, სხეულში ჩაზრდილი მარტოობის ხე ისე გაიზარდა, ვეღარ ერევი N, იყიდე იასამანი... ბავშვობაშეპარული ფიქრები გამოკვებე რომ ერთ ლამაზ დღეს თვალებგახელილს სასთუმალთან ორი ფინჯანი ყავა დაგხვდეს.. იყიდე იასამნები N.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გეთანხმები ირინკა, შევასწორებ. :) გეთანხმები ირინკა, შევასწორებ. :)
3. მაგიდაზე ერთი ჭიქა ყავაა N, მეორე დიდი ხანია ცარიელია. შენი თვალიდან ყინულის ნატეხი ვერავინ ამოიღო N, ან იქნებ არც უცდიათ, სხეულში ჩაზრდილი მარტოობის ხე ისე გაიზარდა, ვეღარ ერევი N,
:) კარგია, მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა, თუ არ გამინაწყენდება ავტორი, N ძალიან ბევრჯერაა გამოყენებული ლექსში, სულ ესაა :* მაგიდაზე ერთი ჭიქა ყავაა N, მეორე დიდი ხანია ცარიელია. შენი თვალიდან ყინულის ნატეხი ვერავინ ამოიღო N, ან იქნებ არც უცდიათ, სხეულში ჩაზრდილი მარტოობის ხე ისე გაიზარდა, ვეღარ ერევი N,
:) კარგია, მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა, თუ არ გამინაწყენდება ავტორი, N ძალიან ბევრჯერაა გამოყენებული ლექსში, სულ ესაა :*
2. მე მომეწონა. სევდიანია. ++
მართალიც მგონია. გამოიკეთე განწყობა, იყიდე იასამნები N. :)
მე მომეწონა. სევდიანია. ++
მართალიც მგონია. გამოიკეთე განწყობა, იყიდე იასამნები N. :)
1. ახლა N_ის მაგივრად #_ს ხმარობენ :დ
:) ახლა N_ის მაგივრად #_ს ხმარობენ :დ
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|