ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2014


მითხარი, რომ ცას, არ უხდება ეს ვარსკვლავები

მითხარი, რომ ცას, ალმოდებულ ვარსკვლავთა სხივით,
ღამის წყვდიადის მიმოფანტვა აზრადაც არ აქვს,
რომ სიმარტოვე უკუნითი სიბნელის იქით,
მარტოობაა და ფიქრებთან ინტრიგებს ხლართავს.

მითხარი, რომ ეს, ბნელი ღამე არ გათენდება,
რომ სავსე მთვარე არ დაიწყებს ახლიდან ძერწვას.
ჩვენ ცოდვებისგან თავდახრილნი ამაყ ღმერთებთან
ციურ სხეულთა საიდუმლოს გავარჩევთ ზეცად.

მითხარი, რომ ცას, არ უხდება ეს ვარსკვლავები,
რომ მათში არის რაღაც უცხო, ჩვენ რომ არა გვგავს.
ნუ მეტყვი, რომ შენ, დღეს განთიადს ეთაყვანები,
მზის ჩასვლა იყოს, ჩვენ ორს შორის ტრფობის ქარაგმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები