 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2008 |
ბიჭავ, რა უფხო ყოფილხარ, დიაცის მსგავსო ზნითაო, გულს გაძლევ რამ შეგაშინა, შეგიტევ განა ხმლითაო. რას ჩამოგტირის თავ-პირი, ნადირს რას დასდევ ღრეშია, მამხედე სანამ შენკენ ვარ, სხვას ჩავვარდნივარ ხელშია.
რაიზედ ირცხვენ კაცობას,რას მემალები თემშია. აკი გეწევა მაცდური, ყოველ წამს ფიქრით ჩემშია. წუთია ჩვენი ცხოვრება, ხვალემ არ იცის ხვალისა. დროს რაზედ კარგავ სულელო, გულისკარს მოსკდი ხალისად.
შემინთე ვნების საკირეს მაგ შენი ცეცხლის ალები, ისე ამავსე სიამით, ქვეშ-ქვეშ გიცქერდნენ თვალები. ბიჭავ რა ლექსად მაქციე, ნეტავ მქნა სხივი მზისაო, გულს გაგითბობდი გაყინულს, მკერდში რომ გიდევს ქვისაო.
ნადირს შეეშვი ვაჟაუ, მე გამომყევი ხევშია, ალერსით მოგეყოილო, ჩამაგადნები ხელშია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. კარგი ხარ ქალავ, კარგი ხარ!!! ;););) კარგი ხარ ქალავ, კარგი ხარ!!! ;););)
23. ნადირს შეეშვი ვაჟაუ, მე გამომყევი ხევშია, ალერსით მოგეყოილო, ჩამაგადნები ხელშია.
ვინ ამბობს ამაზე უარს?...5:) ნადირს შეეშვი ვაჟაუ, მე გამომყევი ხევშია, ალერსით მოგეყოილო, ჩამაგადნები ხელშია.
ვინ ამბობს ამაზე უარს?...5:)
22. ძალიან მაგარია.................. ძალიან მაგარია..................
20. არაჩვეულებრივიააა!!! ნადირზე აღარაფერს ვამბობ... :D :D :D. მართლა კარგიააა!!! არაჩვეულებრივიააა!!! ნადირზე აღარაფერს ვამბობ... :D :D :D. მართლა კარგიააა!!!
19. მე მოვიხიბლე.. რაღაცნაირად ძლიერად დამიარა ტანში რომ წავიკითხე ლექსი.. ჰოდა.. 10 მე მოვიხიბლე.. რაღაცნაირად ძლიერად დამიარა ტანში რომ წავიკითხე ლექსი.. ჰოდა.. 10
18. მაგარი გოგო ხარ რა.... შენი ლექსები ძალიან მიყვარს.... რჩეული პოეტი ხარ... უფრო დიდ, და დიდ წარმატებებს გისურვებ ... :):) მაგარი გოგო ხარ რა.... შენი ლექსები ძალიან მიყვარს.... რჩეული პოეტი ხარ... უფრო დიდ, და დიდ წარმატებებს გისურვებ ... :):)
16. კარგი ლექსი! :)
მოგიკითხე :) კარგი ლექსი! :)
მოგიკითხე :)
15. მშვენიერი ლექსი:)
მოკითხვა ეკა:) მშვენიერი ლექსი:)
მოკითხვა ეკა:)
14. ჯინის ვეთანხმები....:) ჯინის ვეთანხმები....:)
13. მეც ვიფიქრე, ჩვენს ნადირს რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება მეთქი...5 მეც ვიფიქრე, ჩვენს ნადირს რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება მეთქი...5
12. ეკატერინე კარგი გოგონაა, ლექსი კი, ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა.
ბევრჯერ გადამღერებული. ვერ გავიგე შენი ხმა,
წარმატებები :) ეკატერინე კარგი გოგონაა, ლექსი კი, ვერ ვიტყვი, რომ მომეწონა.
ბევრჯერ გადამღერებული. ვერ გავიგე შენი ხმა,
წარმატებები :)
11. ნადირი მაგარია , მიცავო მომეწონა :)
ლექსიც მშვენიერი :) ნადირი მაგარია , მიცავო მომეწონა :)
ლექსიც მშვენიერი :)
10. თამრიიიიიიიი :)) ვგიჟდები რეაქციებიც რა ერთნაირი გვაქვს :)) მეც უცებ ეგ ვიფიქრე ვის რა უნდა ნეტა სოსოსგან თქოოოოოოო :)) ეკატერინეეეეეე ლექსი ფრიად მომეწონა :-* ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ ;) თამრიიიიიიიი :)) ვგიჟდები რეაქციებიც რა ერთნაირი გვაქვს :)) მეც უცებ ეგ ვიფიქრე ვის რა უნდა ნეტა სოსოსგან თქოოოოოოო :)) ეკატერინეეეეეე ლექსი ფრიად მომეწონა :-* ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ ;)
9. მადლობა რომ მიცავ...555 მადლობა რომ მიცავ...555
8. დაბრუნდი და დააბრუნე შენი ცეცხლოვანი ლექსები
მაგარი ხარ, შენი პოეზიის გულშემატკივართა რიცხვში პირველობას ვიჩემებ ;) დაბრუნდი და დააბრუნე შენი ცეცხლოვანი ლექსები
მაგარი ხარ, შენი პოეზიის გულშემატკივართა რიცხვში პირველობას ვიჩემებ ;)
7. ნუ სატაური სეგიტყუებს, მაგრამ ლექსი ზაან მაგარია.. მაგრად მომეწონა... ასეთი სატაური რომ არა შეიძლება არც სემოვსულიყავი :D ნუ სატაური სეგიტყუებს, მაგრამ ლექსი ზაან მაგარია.. მაგრად მომეწონა... ასეთი სატაური რომ არა შეიძლება არც სემოვსულიყავი :D
6. =)) მე ვიფიქრე, ვინმეს ემუქრებოდი, "ნადირს (სოსო ნადირაძეს) შეეშვიო" და იმის ინტერესით შემოვვარდი! :)) მაგრამ, ძალიან კარგი ლექსი დამხვდა! შენც მესტუმრე... გამიხარდება! =)) მე ვიფიქრე, ვინმეს ემუქრებოდი, "ნადირს (სოსო ნადირაძეს) შეეშვიო" და იმის ინტერესით შემოვვარდი! :)) მაგრამ, ძალიან კარგი ლექსი დამხვდა! შენც მესტუმრე... გამიხარდება!
5. არაჩვეულებრივი ლექსია, ეკა! რითმიან-რიტმიან-აზრიან-წყობიანად! :) :-* 10 არაჩვეულებრივი ლექსია, ეკა! რითმიან-რიტმიან-აზრიან-წყობიანად! :) :-* 10
4. ძალიან კარგია :) 5 ძალიან კარგია :) 5
3. აუ ძაან მაგარია და მაინტერესებს ხევსური ხოარხარ? აუ ძაან მაგარია და მაინტერესებს ხევსური ხოარხარ?
2. კარგია, ოღონდ ფორმა სხვანაირი უფრო უხდება ასეთ ლექსებს. 9:) კარგია, ოღონდ ფორმა სხვანაირი უფრო უხდება ასეთ ლექსებს. 9:)
1. არ მომწონს ეს სტილი და მამკალიტ არ მომწონს ეს სტილი და მამკალიტ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|