მე მძვინავს მკვდრებში ვათენებ თქვენში და არაფერი... და არაფერი... არ მჯერა შენი არ გჯერა ჩემი და ნათენები თვალები ცრემლის დანაწვეთების იმართა მტერში არა მაქვს ხელი... სად არის ღმერთი რატომ არ მშველის?! რატომ არ მშველის?! ვახსოვარ მეთქი , ვფიქრობდი მელის მაგრამ ვერ ვხდები ვინ რატომ მერჩის. გათენდა მკვდრებში, დაღამდა თქვენში, მე კი მახსოვხარ ხიდზე ჩექმებით ბუზის მჭერებით ვარსკვლავს დასდევდი, დარდებს რომ კრეფდი. ტირიან ზღვები, გადაუსვლელნი, ტირიან ჩემზე ტირიან თქვენზე ტირიან ღმერთზე არ დამრჩა ძვლები... რატომ არ გესმის შენ ჩემი ხმები, ადიდდნენ მთები გიქროლეს თმები. მაგრამ შენ ღვინით, მაგრამ შენი სიტყვით , მაგრამ შენი გონით, უაზროდ თვრები... გავიდნენ თვენი არ მწყალობს ღმერთი ვეშლები სხვებში... ვეშლები სხვებში... (მე ვერიდები მე ვესიზმრები)... ამ ტაძრებს თქეშით უშლიათ ბჭენი და მარცვალ მარცვალ მე დავიბნევი. აღელდა გემი გადამრჩენელი სუყველა თქვენის, საფლავთან მეკი სიცოცხლეს ვეტრფი და სიკვდილს ვებრძვი... დამხრვალი მკვდრებში, დანისლულ ტბებში, აღრენილ მგლებში, მაღვიძებს ძველი მოგონებები სიცოცლის მთლელი. სუნთქვა მაქვს შენში მიწამეს ღმერთი და ის კი მზერით და ჩვენი ბრმებით, უმადურებით , განაწყენები მე აღარ მშველის... მე აღარ მშველის... თენება თქვენში სიკვდილის ზევით მე მელანდები, ხიდზე ხარ ჩექმით სავსე ხავსებით ბუზის დამჭერით , რომ დასდევ ზეცას გული რომ ელავს და სულს ირეკლავს... შენი ნათელი... ბადით, ცარცებით ჰაერს ავსებდი და დარდებს კრეფდი... არ მჯერა შენი, არ მჯერა თქვენი, არ გჯერათ ჩემი... თუ ეს ამბები წლობით ნარჩენი ბრალია ჩემში, მაგიერ ვხვდები გაბრავლდით ბრმები, (ნაწყენი გზები) გაივსო ლეშით, უმადურებით, მპარავ მკვლელებით... და ამის მხედვი თქვენს ნაცვლად ბნელში მე მტოვებს ღმერთი და ამიტომაც მე მძინავს მკვდრებში და ამიტომაც ვათენებ თქვენში !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. არ არის კარგი არ არის კარგი
2. +++ მომეწონა +++ მომეწონა
1. კარგია :) რაღაცნაირია, კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა მომწონს. მთლიანობაში მომეწონა კარგია :) რაღაცნაირია, კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა მომწონს. მთლიანობაში მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|