ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


***

ვწერ მაშინ,
როცა მინდა ვთქვა არა!

შემთხვევით არაფერი ხდება.
არც ეს ნაწერია შემთხვევითი.

დღეს მზე, ზუსტად
ექვსის ნახევარზე ამოვა.

დღეს მზეს ჯიბეში
ხელებჩაწყობილი არ დავხვდები.

* * *

არ მიცნობს და არ ვიცნობ.

ყრუმუნჯია.
არც არავის უსმენს და
და არც არავის ესაუბრება.
დღევანდელობასაა მორგებული
საუკეთესო გაგებით.

ტაძართან ზის და იმედი აქვს.

ეს ნაწერი მის ქუდში ჩაყრილი ხურდების ხმაა!

* * *

ოც თეთრს დამატებული ოცი,
კიდევ ოცი და ა.შ.

დღეს ჩემს წინ გაჩერდა,
კოლოფიდან ორი ღერი ამოიღო,
ერთი მე მომცა, მეორეზე მოვუკიდე,
თავი დამიქნია და გზა გააგრძელა რომელიც
არ მიდის რბილ სავარძლამდე.

ის მხოლოდ სიკეთეში
შეიძლება ჩაეფლოს.

* * *

სისულელეა ყოველგვარი
მათემატიკა,
როცა ორი გაყოფილი ორზე არის სიკეთე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები