 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 8 სექტემბერი, 2014 |
ერთი ღამის განწყობა
*** ახლა ეს მთვრალი, რომ გავიდე სადღაც ქუჩაში და ხელში ჩემზე უარესად გალეშილ , ვიღაც ახვრებს ჩავუვარდე, უცნაურია, მაგრამ ალბათ, ისევ მათი გულმოწყალების იმედი უფრო მექნება, (რომ არ მომკლავენ ცემით, ან დანით და არ დამაგდებენ, სისხლიანს, სადღაც კუთხეში), ვიდრე იმ ადამაინების, რომლებიც ქუჩაში დადიან და წაქცეულს გადაგაბიჯებენ, ვიდრე იმ ადამაინების, რომლებიც სარკმლის იქით ცხოვრობენ, მაგრამ მაინც იციან ყველაფერი, რაც ქუჩაში ხდება.
ვიცი, ამ დროს სიკვდილზე უარესი, იქნება ფიქრი, რომ სახლში გიცდიან და სანამ ცოცხლები იქნებიან, კარს ბოლომდე არასოდეს ჩარაზავენ...
და მაინც თუ მოხდება ასე, ალბათ ვიტყოდი, რომ ასე სიკვდილი სჯობს ქუჩაში, ვიდრე ლოგინში, როცა კვირაობით წევხარ და ელოდები, როდის მოსწყინდებათ ახლობლებს შენს ოთახში სიარული და უაზრო ოხვრა, რომ დარჩე მერე მარტო და აღარავინ გახსენებდეს, სიკვდილის სიახლოვეს.
ვზივარ და დამახინჯებული ფაქტების გასწორებას ვცდილობ, რომლებსაც ვერაფერს ვუხერხებ, ალბათ ამიტომ გავრბივარ ქალაქის კედლებს იქით, ალბათ ამიტომ ვიცვლი აზრს ყოველწუთს. არ მჯერა რომ ბრმები უკეთ ხედავენ ამ სამყაროს, არ მჯერა ერთიანობის და ერთგულების , არ მჯერა რომ ვინმე ჩაწვდა ცხოვრების აზრს და შეუძლია მშვიდად მოკვდეს. არ მჯერა, რომ დრო შეცვლის რამეს . არც ასეთი დათრობის მჯერა, როცა მხოლოდ სიტყვები რჩები და მეტი არაფერი,
გამოთრობის კი მწამს , ძმებო, მაგრამ მხოლოდ ისეთის, მათხოვრის დანახვისას, თითებით რომ არ დაუწყებ შერჩევას ჯიბეში ხურდას.
*** გრადუსი/ვარაუდი
მე არ შემიძლია , ნათლად წარმოვიდგინო რამე, მე შემიძლია უბრალოდ დავლიო , გამოვთვრე და ვივარაუდო რამე. ვივარაუდო, მთვრალმა, როგორია პოეტის სიყვარული, რომელიც არც კი გააჩნია, მაგრამ სულ მასზე წერს. ყველას იმ სიყვარულზე წერით უწყალებს გულს... ვივარაუდო, როგორი იქნება მოგზაურობა ლისაბონში, რადგან მე არ შემიძლია იქ წასვლა, რადგან ავია-ბილეთზე უფრო იაფი სასმელი და ფურცელია.
ვივარაუდი , როგორ ვსვამ , ვიჯახუნებ კარს და ვყვირი, ერთი თქვენიც, მე სამოგზაუროდ მივდივარ, მერე ვჯდები სადღაც და ვიწყებ წერას, რომელიმე წყეულ ქალაქზე, სადაც დავრდომილებს საავადმყოფოში მალავენ, მიცვალებულებს-მიწაში. სადაც არაფერი არ იცვლება,
ქუჩაში მხოლოდ საარჩევნო პლაკატების სიჭრელე მოგვხვდება თვალში. ძველ ტკივილს ახალი ტკივილი დაგავიწყებს და არა რამე კარგი, ძველ ცოდვას ახლით ჩაანაცვლებ... შენ კი ისევ ისეთი დაუცველი და საცოდავი იქნები, როგორც დაბადებისას.
ვივარაუდო, როგორ არ დადიან პოეტები სხვის ქალთან ერთად ქალაქის უცნობ კაფეში, რომელსაც მხოლოდ შავი ქვაფენილი მიჯნავს მოხუცთა თავშესაფრისგან და ცოდვაზე მეტად ის თავშესაფარი აფრთხობს ორივეს.
მერე გამოვთვრე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მივეგდო გამომშრალი პირით საწოლზე და ვივარაუდო (მაგრამ გამიჭირდება), როგორ არ ღალატობენ ცოლები ქმრებს და როგორ ფიქრობენ მთელი ღამე მხოლოდ მათზე. და როგორ ვფიქროთ ჩვენც მხოლოდ ერთმანეთზე, როცა ცალ-ცალკე ვწევართ. ვივარაუდო, როგორ მჯერა რომ მართლაც ეგეთი უბიწო ხარ და როგორ არ მატყუებ , როცა გირეკავ და მეუბნები რომ მარტო ხარ, სულ მარტო და მე მელოდები, უბრალოდ ახლა ვერ შეძლებ საუბარს და მერე იგივეს არ უკეთებ სხვას, როცა ერთად ვართ და შენი ტელეფონი რეკავს...
ვივარაუდო, როგორ არ ვარ მთელი ცხოვრება საკუთარი თავის უარყოფაში, როგორ არ მაქვს დადაისტური განწყობა და როგორ არ მაგიჟებს, თქვენი სენტიმენტები, გამოგონილი სიყვარული და უინტელექტო ქალები, ან სადღაც მიყუჟული მეძავები და დორბლმორეული მამრები.
ვივარაუდო ან უბრალოდ უიღბლო პოეტივით ვწერო, დაკემსილ წინდებსა თუ დახეულ სამოსზე. სასმელზე დაპატიჟებულ ქალზე და უფულობაზე, დახეთქილ კედლებსა და ჭერიდან ჩამოსულ წყალზე...
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიფიქროთ, წარმოვიდგინოთ, ვივარაუდოთ, ან უბრალოდ ვწეროთ. მაინც არაფერი შეიცვლება, მხოლოდ არყის ბოთლი დაიცლება და სასმელი პირს გამოგიშრობს, როგორც ცხოვრება, როდესაც ყვირი მთელი ძალით, ხმის ჩახლეჩვამდე , და ხმას არავინ გცემს, პასუხს არავინ გიბრუნებს, გარდა ცარიელი კედლებისა, გარდა წვიმისგან გადარეცხილი ქუჩისა. ნერვებს სიჩუმე არ აწვალებს, ნერვებს ჩურჩული უღებს ბოლოს.
მაინც პოეტივით საკუთარი სხეულის მესაფლავე გახდები. ყველა პოეტი საკუთარი წარსულის მსხვერპლია, ყველა პოეტი პლაგიატია, ვისაც კარგი მეხსიერება აქვს.
ისინი სულს ვერ გაგიშიშვლებენ, შენზე ვერაფერს დაწერენ, შენზე უკეთ ვერასოდეს გეტყვიან რა ნაგავი ხარ. არასოდეს იტყვიან, რომ რასაც წერენ, მათი უსუსური ცხოვრების გამოძახილია და არა შენი.
და მაინც, სანამ ახლა მე ვწევარ, ამ ყველაფერზე ვფიქრობ და მეღიმება, როცა გავიფიქრებ, როგორ გეშინიათ სიკვდილის, როცა ვინმე ადამიანებს ახსენებს, შეძილება, ვიღაც მოვიდეს და ისეთ შემზარავი ამბავი მითხრას, რომ სინდისმა შემაწუხოს , მე რომ უკმაყოფილო (თუნდაც ნასვამი ) ამ ყველაფერზე ვწერ... მერე ორივემ ხელი ჩავიქნიოთ ყველა უიღბლობაზე და დამარცხებაზე, რადგან მივხვდებით , რომ ცხოვრება მაინც ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი შეიძლება თავს დაგატყდეს, უარესს ვერაფერს მოიფიქრებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მართალია შენი ნაწერები და ამიტომ მიყვარს.. მართალია შენი ნაწერები და ამიტომ მიყვარს..
7. დალევდა კაცი ამ ავტორთან ერთად გამოთრობამდე სამყაროს მიღმა. 2014-12-05 13:05:24
ჰოდა, გამოვთვრეთ ერთად დალევდა კაცი ამ ავტორთან ერთად გამოთრობამდე სამყაროს მიღმა. 2014-12-05 13:05:24
ჰოდა, გამოვთვრეთ ერთად
6. გულიდან ამოღებული სათქმელია ეს!
5
დალევდა კაცი ამ ავტორთან ერთად გამოთრობამდე გულიდან ამოღებული სათქმელია ეს!
5
დალევდა კაცი ამ ავტორთან ერთად გამოთრობამდე
5. >მეღიმება, როცა გავიფიქრებ, როგორ გეშინიათ სიკვდილის...<
>მერე ორივემ ხელი ჩავიქნიოთ ყველა უიღბლობაზე და დამარცხებაზე, რადგან მივხვდებით , რომ ცხოვრება მაინც ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი შეიძლება თავს დაგატყდეს, უარესს ვერაფერს მოიფიქრებ<.
ზუსტია!!!
>მეღიმება, როცა გავიფიქრებ, როგორ გეშინიათ სიკვდილის...<
>მერე ორივემ ხელი ჩავიქნიოთ ყველა უიღბლობაზე და დამარცხებაზე, რადგან მივხვდებით , რომ ცხოვრება მაინც ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი შეიძლება თავს დაგატყდეს, უარესს ვერაფერს მოიფიქრებ<.
ზუსტია!!!
3. რასაც წერთ ყვეაფერი სწორია, ერთი პოემის აწყობა კი შეიძლება ამ თემიდან) რასაც წერთ ყვეაფერი სწორია, ერთი პოემის აწყობა კი შეიძლება ამ თემიდან)
2. =) დიდი ვერაფერი, მაგრამ ნამდვილი იყო
და მოუხდა მუსიკა, რომელსაც ვუსმენ =) დიდი ვერაფერი, მაგრამ ნამდვილი იყო
და მოუხდა მუსიკა, რომელსაც ვუსმენ
1. შენ რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყო, დაგიწერდი ახლა აქ- რა დალიე-მეთქი, ასეთი... :)
"ნერვებს სიჩუმე არ აწვალებს, ნერვებს ჩურჩული უღებს ბოლოს."
ჰო!
დადაისტურს არ ჰგავდა.
საკმაოდ მაღალი გრადუსი იყო!
შენ რომ ჩვეულებრივი ბიჭი იყო, დაგიწერდი ახლა აქ- რა დალიე-მეთქი, ასეთი... :)
"ნერვებს სიჩუმე არ აწვალებს, ნერვებს ჩურჩული უღებს ბოლოს."
ჰო!
დადაისტურს არ ჰგავდა.
საკმაოდ მაღალი გრადუსი იყო!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|