ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დღლოფინიჩი1
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


ჩემი სოფელი


მთის ფერდობზე შეფენილი
ძველი ოდა სახლებით,
ჩვენს სოფელსაც იგონებენ
ძველები თუ ახლები.
ორღობე თუ შარაგზები
თუ საქონლის ხმაური,
სოფლის გოგო–ბიჭების
ჩხუბი, აურ–ზაური.
ღობის თავზე შემომჯდარი
გულწითელა მამალი,
მაღლა ცაში მონავარდე
მაკრატელა ფრთამალი.
სოფლის დილა თუ საღამო
მუდამ ლხენით ავსილი,
ოქროსფერი შემოდგომა
და დოვლათით ავსილი.
მკლავმაგარი გლეხი კაცი
ყანიდან რომ ბრუნდება,
ეზო–ბაკეს გადახედავს
ღიმილი უბრუნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები