ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


გიტოვებთ ქალაქს

გიტოვებთ ქალაქს, ბინძურსა და ხმაურით სავსეს,
ქალაქში, სადაც ჩვენზე მეტი მეძავებია...
სადაც ოცნებებს მიაკერეს ფრთების წილ-ნავსი,
სადაც ყველი სიტყვის მერე იძაბებიან.
გიტოვებთ ქალაქს, ურწმუნოთა სამყოფელს, ბუდეს;
ქალაქს-თავისი რჯულითა და კონფესიებით...
ქალაქში, სადაც არ გამოვლენ კაცები ქუდზე,
სხვადასხვა გვარის, ასაკის და პროფესიების.
გიტოვებთ ქალაქს, ამფითეატრს-სიყალბის, ფარსის,
ამ ცრუ სპექტაკლებს დავარქმევდი ანშლაგებიანს;
სადაც გოგონებს აღარ ახსოვთ შტრაუსის ვალსი
და სადაცაა, მთელი სხეულით ამლაშდებიან.
გიტოვებთ ქალაქს, სხვა ქალაქის რეკვიზიტებით,
სატელეფონო ინდექსით და საფოსტო კოდით...
გიტოვებთ ქალაქს, ბოლო მოდის ეკიპირებით,
გიტოვებთ ქალაქს, მახინჯი და უხამსი მოდით.
გიტოვებთ ქალაქს, ბინძურსა და ხმაურით სავსეს,
ქალაქში, სადაც ჩვენზე მეტი მეძავებია...
სადაც ოცნებებს მიაკერეს ფრთების წილ-ნავსი,
სადაც ყველი სიტყვის მერე იძაბებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები