ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2014


***

ღამე საშიში გაიქნევს ტორებს
დამარხავს მტვერში ზესკნელის ჩობანს
ნაძვების ტოტზე ვკიდებ პითონებს
ახლა ხსნა არის თავის დახრჩობა

შეეხო შავი სუდარა კანკელს
ოთახი ახლა ვით კაზემატი
დამსხვრეულ მზერით ვუყურებ სარკეს
და სადღაც მთებში კვდება მოცარტი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები