ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 სექტემბერი, 2014


ნესტი

შენთან არ იცვლება ამინდი.
შენთან არაფერი იცვლება,
ყოველთვის სიბნელე და ნესტია
და მაინც,
როცა ზამთარი მოდის
მინდება გადმოვყარო შენახული საბნები,
მოვიდე და გადაგაფარო.

ჩემთან მხოლოდ ამინდი იცვლება.
მე, როგორც ბავშვობადაკარგული,
მე, როგორც უშენობა გამოვლილი
ვიტოვებ სისუსტის უფლებას,
როცა ღამეა და ბავშვივით ვიმალები
საკუთარ თავში
ხანდახან ისე ვპატარავდები
მეჩვენება, რომ დავიკარგები.

შენთან აღარ დადიან ადამიანები.
ჩემთან ისეთი სავსეა ქუჩები,
რომ გაჭირდა ამდენ ხალხში ამოიცნო ღმერთი.
ჰო,
ძნელია,
თუ არასოდეს გიგრძვნია მისი გამხდარი ხელის სითბო
და ხშირად,
როდესაც გამოწვდილ ხელებს ვაწყდები
ძალიან მინდება ხურდის ნაცვლად გაყინული თითები გავუწოდო.

როცა ზამთარი მოდის
სულ მგონია, რომ შენთან ცივა.
არადა ყოველთვის ნესტია..

ჩემთან ძნელია იპოვო ღმერთი,
იმდენი გამხდარი ხელია ქუჩებში.
შენ თუ იპოვე,
აღარ მეშინია, რომ ზამთარი მოვა მა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები