ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2014


აკომოდაცია


ცასა და მიწას შორის
მზესა და მთვარეს შორის
ნოტსა და აკორდს
მე და შენს შორის,
ვირაც მოყვება ლაპარაკს ბოდვას,
ლაპარაკსა და ბოდვას შორის,
სხვადასხვა უფრო სხვადასხვა სხვა ფერს,
გალაკტიონსი და ვიღაცის"ნამღერს"
ნამღერს და ნათქვამს ნაქარგებს შორის
სიყვარულს კიდევ მეორეს შორის
მორიგ ნათხოვარ ბავშვების რწმენას,
ცასა და მიწას მზეს გინდაც ბგერას,
მე და შენ ის, რაც სულ მუდამ გვიყვარს,
ნოტსა და აკორდს სხვა ნოტებს შორის,
ანემიას და ბევრ წითელს შორის,
ისევ ნათხოვარ ბავშვების რწმენას...
თალხით მოსილი გული უვნებელს
სულზე ნასახლარ ბავშობის მზეს და
იმედს, რომელიც მოჰგავდა წუხელ
ხელგაშვერილი მათხოვრის მზერას..
ვიღაც მოყვება ლაპარაკს ბოდვას,
დასაწყისს, როცა ვერ უგებს ბოლოც
წვიმდეს და თითქოს ნისლის კვარტეტში
ნაფაზის კვამლი მღეროდეს სოლოს,
მერე მორევში მათ შორის მთვარე
ლექსის ნაობლარ სტრიქონებს ათბობს..
ნაწყვეტი ისევ ცხოვრების ბოლოს,
ლექსში, ორ ლექსში იხსენებ აწმყოს,
მზესა და მთვარეს ნოტსა თუ აკორდს
ცასა და მიწას მზესა თუ მაგ დროს
მე და შენ ის, რაც სულ მუდამ გვათბობს.
დ.მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები