ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2014


ჩემი ოცნება

ჩემს ოცნებაში,ჩვენ ორივე ისე კარგად ვართ,
ისე ანათებს სედისფერი ჩვენი თვალები,
ჩემი ოცნება,შენი თვალით რომ დაგანახა,
როგორც მიყვარხარ,შენც ისევე შემიყვარებდი.
რომ დაგანახა,როგორ ვთვრებით ერთურთის მზერით,
გამით,წვიმაში სეირნობაც,ძალიან გვიყვარს,
როცა ერთმანეთს ვერ ვუგებთ და გავიბუტებით,
ღამის წყვდიადი,სიყვარულის ნაპირზე გვრიყავს.
ზამთარში,დილით, მივაბიჯებთ თეთრ ქუჩაზე და
ჩვენი ყოველი ნაფეხური,ქუჩაზე რჩება,
მე კი ნაფეხურს დავყურებ და მეიმედება,
ვერ მიმატოვებ,უკვალოდ ხომ არავინ ქრება.
თითებს მიჰყვება სიწითლე და სახესაც ფარავს,
გათოშილები სუნთქვით ვუთბობთ,ერთმანეთს ხელებს,
შენ გეშინია,არ გავცივდე და შინ მიგყავარ,
მე კი გიმტკიცებ,-"შეგცივდება სიცოცხლეს იგრძნობ.
მერე გაზაფხულს,ჩვენი ფერი მწვანე დაფარავს,
ჩვენ კი განვაგრძობთ სეირნობას,კვლავ სველ ქუჩაში,
ასე იცვლება,წელიწადის დროები სწრაფად,
ჩვენ კი ჩვენს გრძნობას,კვლავ ვიფარავთ შეკრულ მუჭაში/
ჩემს ოცნებაში,ჩვენ ორივე ისე კარგად ვართ,
ისე ანათებს სედისფერი ჩვენი თვალები,
ჩემი ოცნება,შენი თვალით რომ დაგანახა,
როგორც მიყვარხარ,შენც ისევე შემიყვარებდი.
05.09.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები