 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2014 |
ვინ თქვა, რომ ქართველებს გმირები არ გვყავდა, თუმცა უსახელოდ რამდენი დავკარგეთ. მათი სახელები იმ ფურცლებს ვერ მისწვდა საუკუნეებმა მტვრით რომ გადაფარეს. გაგონილს ნანახი სჯობია ათასჯერ, და მემატიანე ფიქრობდა ამაზეც... მაგრამ ცოდვა-მადლის წუხილში ჩავარდნილს თავს რა გადაუხდა, არ ვიცით აქამდეც...
რამდენჯერ მუცოსწყალს გამოსცდა ბუბონა, იმდენჯერ არღუნმა იგრძნო ღრმა ტკივილი, დედას შვილს აშორებს , დას_ძმას და ახლობელს, გენის გადარჩენის ძლიერი სურვილი. აკლდამას ჩასახლდნენ ჯერ კიდევ ცოცხლები , და ხმამაღლა გოდებს გვარი სისაურის.
ამბობენ , მთის სული განძია, უდრეკი, არ ტყდება, არ ცვდება უბრალოდ , იოლად. ჩონგურს ააკვნესებს მთის კაცი, მოხუცი ლამაზად სიკვდილით აჯობა მთის ავდარს. ბადიში ეგულვის, წყლის გაღმა, მთისუბანს, იქნება გაღვივდეს მის თესლზე ნაყოფი. იქნებ დაამარცხოს ჟამი მისმა გენმა, გამრავლდეს და ზეცას შახედოს მის ნაცვლად. იმედით არ ცხრება მკლავები, მოღლილი, ატირებს ჩონგურს და ძაბავს ხმის იოგებს, ვიდრე გააუქმებს მის მკლავებს სახადი, სხვებსაც გაამხნევებს,სანამ სული ბორგავს.
ქარაფს შეხეთქებულ არღუნს და მუცოსწყალს ახსოვს აკლდამების ტირილი, გოდება. ძვლებით დაიწერა მათი ისტორია... ცოცხლად დაიმარხა გვარი სისაურთა... იქვე წაიკითხავთ, ალბათ, ამ ბალადას, რომელიც დაწერა თვითონ მათმა ძვლებმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +++ 2 კარგია +++ 2 კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|