ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 სექტემბერი, 2014


უშვილო აკვნები

ჩვენთან ქუჩებია, ვიწრო ქუჩები,
სადაც დედები არწევენ აკვნებს,
უშვილო აკვნებს
შვილმკვდარი დედები
და ყოველ ღამე ისმის იავნანა,
როგორც უკანასკნელი დატირება..

ჩვენთან ქუჩებია, ვიწრო ქუჩები,
რომლებიც ადამიანებმა დაივიწყეს,
რომლებზეც ადამიანებმა არაფერი იციან.
უშვილო აკვნებს არწევენ დედები,
ძირს უმაგრებენ დამტვრეულ აკვნებს მამები.
წელში მოხრილი, შვილმკვდარი მამები.

"იავნანა, ნანა შვილო,
დედა გენაცვალოს ბიჭო,
იავნანა, იავნანო,
გზად არასდროს დაიღამო.
შვილო, სახლი გელის შენი
დედა გელის, ნანი ნაო,
გზაზედ თუ კი დაიღლები
ცოტაც, ცოტაც დაიცაო.
მოვა მამა, არ იდარდო,
კარს გაგიღებს დედაშენი,
იავნანა ნანინაო,
სახლს დანგრეულს, ვერ ნაშენებს
შვილო სტკივა საძირკველი
იავნანო იავნანა,
ცხრა მთას იქით წაიღებენ
რაც კი ცუდი რამ გენახა-
სიზმრის თეთრი ფერიები,
დედაშენი ნანას გიმღერს
შენს თვალს ძილი ეფინება
დაიძინე, დაიძინე.."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები