ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2014


ემოლას შავ ზღვაზე (დაუსრულებელი ლექსი)

მწიფე თავთავი დაიხრება შუბლით მიწამდე,
ნამიან მოლზე წვიმის წვეთი მოწყდება ცივი,
ნედლი ბალახი მძიმე ქარით დაიზნიქება,
ქვაფენილები, როგორც ტატუს, ხავსს დაიდებენ,
ოქროსფერ ნაყოფს გადაუვლის გვალვა ცხელებით,
ჩარეცხავს სეტყვა მოსავლიან ადგილებს რიხით,
მზე ჩაიწვება - ჩამოქნილი სანთელი თაფლის,
ზღვაში დელფინი, როგორც ღუზა ჩაეკირება,
ცაზე თოლია ეკიდება თეთრი ფრანივით,
ბადით, გარუჯულ კიბორჩხალებს გამოიტანენ,
ეპოლეტებად აიკრავენ მხარზე ზღვის ვარსკვლავს,
პაპირუსივით გაახმობენ ქვებზე მედუზებს,
მსუბუქი ბრიზი ჰელიუმით დაბერავს ფილტვებს,
მომცრო ტალღები ფურცლებივით იშრიალებენ,
მოლურჯო ხავერდს გადაჭრიან კატერით ფრთხილად,
ასეირნებენ ყავარჯნიან ნავს მოხუცივით,
პარაშუტებით ჩაივლიან, როგორც ღრუბლები,
როგორც კამერა, სხეულები დაიბერება,
პირამომშრალი ნიჟარები გაიღვიძებენ,
გადმოალტობენ მოლუსკივით მძინარ ემოლას,
დაჯდება ხეზე ცისარტყელას მსგავსი კაკადუ,
და როგორც დროშა რასტაფარის აფრიალდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები