ავტორი: გიორგი მდივანი ჟანრი: პოეზია 19 სექტემბერი, 2014
* * *
მე გადავცურავ სოფლის მდინარეს, ზღვაა თქო გეტყვი და შენც ზღვასავით აღელდები თუმც, დამშვიდდები და დამელოდები. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი შექება ჩვენია ქარიც, წვიმაც და თოვლიც, მაგრამ ერთი რამ კი მედარდება რომ პოეტი ვარ - შენ ანგელოზი. შემოდგომაა ახლა და ვხატავ ტყეთა სიმრავლეს, ფერთა საამქროს თვალს რომ დავხუჭავ მერე წახვალ და როცა გავახელ მეტყვი - აქ ვარო. სიზმარში ვნახე შავ ყორნებს ვებრძვი, ამ დროს მომტაცეს მე შენი თავი, ჯვარს ძალით გწერდნენ და გერქვა მერი მე კლდეს მიბმული ვით ამირანი. გაღვიძებისას შენ დაგინახე ციურ წამწამებს მივწვდი მცდელობით, წვიმს და მე მხოლოდ ის მეშინია რომ პოეტი ვარ - შენ ანგელოზი