 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 20 სექტემბერი, 2014 |
ყველა უიღბლობა ნორმალურია, ყველა უბედურება ნორმალურია, უერთმანეთობაც ნორმალურია, ანომალია მხოლოდ ჩვენი დროებითი ერთად ყოფნა იყო... _ ამგვარ ცხოვრებას ისე შვეჩვეიე, ვეღარ ვგრძნობ ვერაფერს, როგორც წვიმაში გალუმპული კაცი, ცალკეულ წვეთებს...
*** კარგია, რომ არსებობენ ეს ოხერი თაგვები შენს საძინებელში.
როცა გძინავს ან ძილისაკენ მიიპარები, რამე ხმაური დაგიფრთხობს ძილს, ანდაც შეგაკრთობს ცივი თითების შეხება, ნისლივით რომ გადააცოცდება შენს გახურებულ სხეულს, შენ შეგიძლია ეგ ყველაფერი დააბრალო თაგვებს და თავი მოიტყუო , რომ არავინ არსებობს შენს ოთახში, სულიერი არ დადის და არ გაბრუნებს წამიერ სიფხიზლეში. ხომ იცი, რომ ასე არაა? ვიღაც ყოველთვის არის შენს ჩაბნელებულ ოთახში, ვიღაცის სული, ანდაც გარედან შემოყოლილი ლანდი, ანდაც შენს ცოდვებს გამოქცეული სინანულის ლანდი. ხომ იცი რომ ძირს ნივთებს არ ყრის, ღია ფანჯარაში ქარისგან შერხეული ფარდის შეხება. ხომ იცი რომ ვიღაც მოხვევს ხოლმე ხელს, შენს ჩამწკრივებულ ნივთებს და ისვრის ძირს, შენ რას გაიგებ რისთვის... შენ უბრალოდ თავს იმშვიდებ და ქარისგან აცეკვებულ ფარდას შეკრავ თოკივით. რა შეაჩერებს ლანდებს და მოჩვენებებს, რა გადაიყვანს მათ პარალელურ სამყაროში? შენს ოთახში მობინადრე თაგვები თუ შენი უგულო ლოცვა?
კარგია , რომ ვარსებობ მე და შეგიძლია მე დამაბრალო შენი უხასიეთობა, ან ბედნიერებისგან დავლილი ჟრუანტელი. ან დილით ჩაის გაკეთების მიზეზად მაქციო, და მერე უკეთეს ხასიათზე გახვიდე სხვასთან შესახვედრად.
კარგია, რომ ფიქრობ, თითქოს ეგ ყველაფერი ჩემ გამო ხდება და სულ გავიწყდება შენ მიერ მოკლული და დამარხული ბავშვების არსებობა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა ხალხო მადლობა ხალხო
7. ყველა უიღბლობა ნორმალურია, ყველა უბედურება ნორმალურია, უერთმანეთობაც ნორმალურია, ანომალია მხოლოდ ჩვენი დროებითი ერთად ყოფნა იყო...
კარგია ყველა უიღბლობა ნორმალურია, ყველა უბედურება ნორმალურია, უერთმანეთობაც ნორმალურია, ანომალია მხოლოდ ჩვენი დროებითი ერთად ყოფნა იყო...
კარგია
6. ტოლსტოისავით იწყებოდა :)
კარგია, რომ არსებობ შენ, დამიან!
ტოლსტოისავით იწყებოდა :)
კარგია, რომ არსებობ შენ, დამიან!
5. რაღაცნაირია. მტკივნეული ++ რაღაცნაირია. მტკივნეული ++
3. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
2. შესანიშნავად წერთ!!! სამწუხაროა რომ აქ კარგ ავტორებს არ კითხულობენ... შესანიშნავად წერთ!!! სამწუხაროა რომ აქ კარგ ავტორებს არ კითხულობენ...
1. მე ვერ გავიგე ბოლოში მოკლული ბავშვები რა შუაში იყვნენ?
ფინალი ვერ გავიგე, ისე მომწონდა რასაც ვკითხულობდი,
გიტოვებ ქულას მე ვერ გავიგე ბოლოში მოკლული ბავშვები რა შუაში იყვნენ?
ფინალი ვერ გავიგე, ისე მომწონდა რასაც ვკითხულობდი,
გიტოვებ ქულას
|
|
მონაცემები არ არის |
|
|