ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა.მელთაური
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2014


...

მომეცი ძალა აღსარების
ღმერთო, ბოლომდე,
განდევნე ჩემგან სიყალბე და
განდევნე რისხვა,
მომეცი ძალა დავამარცხო
სევდა თან რომ მდევს,
მომეცი ძალა
მყავდეს ძმა და
მიყვარდეს ის სხვაც...
ბევრჯერ დავეცი
და ვდგებოდი,
როგორც შემეძლო
მაპატიე,რომ წესებს მუდამ
მე თვითონ ვადგენ,
ბევრჯერ დავეცი და სინანულს
თუ მაინც ვერ ვგრძნობ
მომეცი ძალა შენთან ყოფნის,
რომ ფეხზე დავდგე.
მინდა რომ შევძლო
სიყვარული,
როგორაც უწინ,
როგორ გეურჩე!
მაგრამ შენ ხომ
ვერასდროს ვერ გთმობ,
რა ამაოა ყოველი დღის
ეს ფაცი-ფუცი
კვლავ შენთან ყოფნის
სიხარული
მომეცი ღმერთო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს