ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლოთი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ოქტომბერი, 2014


მეგობრებო!

მეგობრებო...!
ჩვენ ადამიანები ცხოვრების მანძილზე ვთვლით, რომ ბევრჯერ გვიყვარს, მაგრამ ადამიანი ერთხელ განიცდის სიყვარულს და ერთხელ უფრთხიალებს გული გამუდმებით.
მეც ვიყავი ასე, მეც მქონდა ანთილი გული და ბეღურასავით ფრთხიალებდა...
ნეტავ იმ დროს, იმ ქალაქს და იმ ხალხს ვინც კი მხვდებოდა, ისეთი კარგი იყო თითქოს ყველა მიცინოდა, მესალმებოდა და ბედნიერები იყვნენ ან მე ვიყავი იმდენად ბედნიერი, რომ ყველას ბედნიერს ვხედავდი.
ეხლა კი... როცა სევდა მტელავს, ავადმყოფობათ ჩამისახლდა ტანჯვა,
სწორედ ეხლა მივხვდი, როგორ ვცდებით ადამიანში, ეხლა თითქოს ყველა მოღუშულია ჩემს გარშემო, ყველას სახეზე დარდი და სევდაა, ქალაქიც მოწყენილა მზის სხივებიც კი აღარ ანათებს ისეთი სიმკვეთრით, როგორც მაშინ, თითქოს ყველა და ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მიუხედავად ამისა არ დამიკარგავს სიყვარულის რწმენა.
მეგობრებო! და შენ მეგობარო, ჩემი იდუმალების და გრძნობების მცოდნეო, მხოლოდ შენ თუ გაიგებ შეყვარებულის გრძნობას, ალბათ იფიქრებ კიდეც "ეჰ ამას აღარაფერი ეშველებაო" შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ სანამ სიყვარულის რწმენა გვაქვს, სანამ შეგვიძლია სიყვარული და გვიყვარდეს ვინმე, დრო არ უნდა დავკარგოთ და ვეძიოთ იგი, გელი სიყვარულო და გეძებ ისევ იქ, ისევ გულის ვიწრო კალაპოტში გელოდები, რათა კიდევ უფრო ავფრთხიალდე და ყველას გავუზიარო ეს დიდებული გრძნობა.......
ვ.ლ 22/09/2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები