ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2014


მიწაო წილო დედისა

მიწაო წილო დედისა
შენ საქართველო გერქვასო,
მნახველო ბევრის ვარამის
ლხინად გქცეოდეს წყენაო.
შენსკენ ნაბერი ქარები
მტერს უციებდეს მკერდსაო,
ისე გარბოდეს ლაჩარი
ლახვარი ეცეს ბეჭსაო.
ბიჭებო ნუ დაბერდებით
დედები გვყვანან მხნედაო,
ხელში გვაძლევენ დროშებს და
ფიცსაც გვართმევენ ერთსაო,
რომ თუ დავეცნეთ მუხლებით
სიკვდილი გვედგას მხრებსაო,
მტრებისგან გამოქცეულებს
კაბა, ფარჩები გეცვასთო.
მიწაო წილო დედისა
შენ საქართველო გერქვასო,
ცა მიწა გაერთიანდეს
სამოთხის კარი გებასო.
მიწაო წილო დედისა
სანთლად გვინთიხარ ერსაო,
ნიადამ დავვაჟკაცდებით,
ნიადამ გავშლით ფრთებსაო
დედები შვილებს გვიზრდიან,
დედები გვყვანან მხნედაო.
დეე მოგვიხდნენ მტრულადა,
დეე გვიმტვრიონ კარები,
კიდევაც გვნახავს მომხდური
წმინდის გიორგის მარჯვენით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები