ვხედავ გზას, რომელიც მიტოვებულია და დუმს ვხედავ მორჩილებს, მათ ფუსფუსს, თუ როგორ დასტირიან საკუთარ ბედს, ვხედავ რკინიგზას, მატარებლის ლოდინში დაღლილ სადგურს და მეეჭვება ჩემი ყოფნა დედამიწაზე... ვხედავ მონსტრს, რომელიც მაბნევს, მჭამს, სისხლში მიძვრება და საყვარელ ადამიანს მაკვლევინებს ყოველდღე მე კი არ შემიძლია ვუშველო მას და მივცე სიმშვიდე,,, ვხედავ შემოდგომის სუსხიან დილას, მიწას , რომელიც არ ჩანს ფოთლებით რომ არის დაცვარული და სიმარტოვეს,,, და მიჩნდება იმედი რომ ყველაფერი დაკარგული არ არის, რომ გაქრება მონსტრი და მის ადგილს დაიკავებს სიკეთე,,, მაგრამ უფრო ძლიერ მე ვხედავ სასაფლაოს,.. სადაც გამთენიისას მიდის დედა და შვილის საფლავს ამკობს... ცოტა ყვავილით, ბევრი ცრემლით,,, ვხედავ ქვრივ ქალს, რომლის ბედნიერებაც რაღაცამ შთანთქა,, ეს რაღაცა ჩემში განუკურნებელ ტირანს გულს უწყალებს და მესმის გოდება, ტანჯვა, სისასტიკე, არვიცი ჩემგან თუ სხვისგან მაგრამ მესმის.... მესმის იმ სიზმრის, რომელსაც ღამით ვხედავ და უფრო და უფრო მაშორებს რეალობას... ვხედავ დაკარგულ, გათელილ სიყვარულს და მიჭირს სხვათა დარწმუნება.... რომ ეს მე არ ვარ, რომ ეს დიდი მონსტრია, რომელიც თითოეულ თქვენგანს შეიძლებოდა დაპატრონებოდა... (მაგრამ როგორც ჭეშმარიტ მორწმუნეთ ხვედრია ეშმაკთან ბრძოლა.. როგორც დღე უსწრებს ღამეს და განგება რეალობას...) მე ვიწვი... იმ გზაზე, რომელიც მიტოვებულია, მე ჩამოვვარდი აქ, ამ სიბნელეში და ვეღარ გავიკვლიე,,, მე უბრალოდ ჰაერი მინდა, მჭირდება სუნთქვა... მონსტრები გაქრებიან მწამს და დედამიწა, რომლის ნაწილიც ალბათ ვარ... შეიგრძნობს შვებას და სიყვარული აღარ იქნება ასეთი ძნელი... (შემოდგომის განთიადზე ყვითელი ფოთლებით დაფარულ მიწას სიცოცხლის სუნი ასდის და ვინც შეიგრძნობს ამას, სამუდამოდ თავისუფალი გახდება ბოროტებისგან, სამწუხაროა რომ ადამიანებს შეუძლიათ მოკვლა.. მათ არ იციან რა სურნელი აქვს სიცოცხლეს)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი ჩანახატია. კარგი ჩანახატია.
1. ვერლიბრის დაწერა, კარგი ვერლიბრის უფრო რთულია, ვიდრე რითმიანი ლექსის.
ეს არის მოთხრობა, ჩანახატი ან რაც გნებავთ. პოეზია არ არის. რიტმი არ გააჩნია საერთოდ. შინაარსი კი არის საინტერესო. ვერლიბრის დაწერა, კარგი ვერლიბრის უფრო რთულია, ვიდრე რითმიანი ლექსის.
ეს არის მოთხრობა, ჩანახატი ან რაც გნებავთ. პოეზია არ არის. რიტმი არ გააჩნია საერთოდ. შინაარსი კი არის საინტერესო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|