ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2014


ჯვარსმაცმევს

ხელებს ვილაგებ მკერდზე
და ვიწყებ ჯვარცმის შექმნას,
თვალში კი უფრო დაქრის
შენი ღიმილის ფორმა...
და იდგა ზეცა მახსოვს
უფლის პირდაპირ ფეხთან,
ზოგს სურდა ღმერთის გვერდზე,
მე კი მის ტერფთან ჯდომა.

შენი მზერიდან ვიცი
რომ ფარდასავით გამწევ,
სადაც ჩანს სივრცე ვრცელი
და სადაც ხმაურს სძინავს...
მე ჩემ სიცოცხლეს ხშირად
დანის მაჯებზე ვაწვენ,
რადგან შენს სუნთქვის ნაბიჯს
ხოხვით ვეძებდი დიდხანს...

როგორც გაცვეთილ წიგნებს
მტვრიან თაროზე დამდებ
და არცგადამშლი ალბათ,
- რა მარტივია შენთვის...
აზრი მიჩნდება ხშირად,
რომ უფალს კი არ კლავდნენ,
ჯვარცმის მომენტში თითქოს
მასში გახეთქეს ღმერთი.

და ეწყო ზეცა მახსოვს
მიწის ნაპირის გასწვრივ,
მთვარე კი ეგდო გზაზე
წვიმის აუზში თეთრად,
ერთ დროს ჩემ თვალშიც წვიმდა,
მაგრამ ახლა კი არ წვიმს,
რადგან მე მინდა ღმერთში,
და არა ყოფნა ღმერთად.

(ანდრეა მოსეშვილი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები