...დღეს მამამ მითხრა,ერთი კვირით ბებოსთან უნდა დარჩე,მე აუცილებელი საქმე მაქვს და სხვა ქალაქში მივემგზავრებიო.თქვენ ალბათ გგონიათ ,როგორც ყველა ბებო,ჩემიც სოფელში ცხოვრობს,არა,ბებოს ძალიან ლამაზი სახლი აქვს პარიზში..ეიფელი ჩვენი ფანჯრებიდან არ მოსჩანს და ძალიანაც კარგი,სულაც არ მომწონს.. ძალიან პატარა რომ ვიყავი,მამას ხშირად მივყავდი ბებოსთან და რამოდენიმე დღით ,ხანდახან ერთ თვესაც კი მტოვებდა. ბებო ძალიან მანებივრებდა, როცა მასთან ვიყავი თავს ნამდვილ პრინცესად ვგრძნობდი,დავდიოდით მაღაზიებში და ბებო რაც მომეწონებოდა ყველაფერს ყიდულობდა,ნაირ-ნაირ კაბებს,თოჯინებს,ტკბილეულს,მერე თავის ძალიან ლამაზ ყვავილების მაღაზიაში მიმიყვანდა და ულამაზეს გვირგვინს გააკეთებინებდა ლუიზას...ლუიზა ბებოს მაღაზიის კეთილი ჯადოქარია,ისეთ ლამაზ თაიგულებს ამზადებს,როგორსაც უბრალო გოგონები ვერაფრით გააკეთებენ,ამიტომაც მაშინ მეგონა,რომ ლუიზა კეთილი ჯადოქარი იყო..გავიკეთებდი ამ ლამაზ გვირგვინს ჩემს ბურბუშელებიან თავზე და ნამდვილი პრინცესა ვიყავი.... პარიზში გამგაზვრებას კიდე ერთი სიხარული აქვს-მატარებელი!ძალიან მიყვარს,ვჯდები ფანჯარასთან,ვიკეთებ ყურსასმენებს,ვრთავ ჩემს საყვარელ სიმღერებს და მთელი გზა ვტკბები ლამაზი პეიზაჟებით,გზადაგზა შემხვედრი ქალაქების,სოფლების და ტყეების სილამაზით..თუმცა დიდი მანძილი არ არის ჩემი პატარა ქალაქიდან პარიზამდე,მაგრამ ეს დროც საკმარისია ამ ყველაფრით რომ ვისიამოვნო... ზუსტად ვიცი,როგორც კი ჩავალ,ბებო ნაზად ჩამეხუტება,ლოყაზე მიჩქმეტს და მეტყვის: ჩემო პატარა,სულ ცოტა დამელოდე და მე და შენ ერთ ლამაზ ადგილას წავიდეთ..მერე ჩაიცმევს,გაიკეთებს თავის რომელიმე ძალიან ლამაზ ყელსაბამს,დაიხურავს კოპწია,ყვავილიან ქუდს და ჩვენ ერთად წავალთ სადმე..თუმცა სად,ეს ჩემთვის ყოველთვის სიურპრიზია.. მოკლედ მშვენიერი და საინტერესო დღეები მელოდება წინ...მხოლოდ ერთია საწყენი,პიტერს ვერ ვნახავ ეს ერთი კვირა...აუცილებლად მივწერ წერილს,ნამდვილს,ისე როგორც წინათ,ჩემი ხელით დაწერილს ლამაზ ფურცელზე,მერე ჩავდებ ფერად კონვერტში და დავაწერ: ,,ჩემს ყველაზე სულელ პიტერს მისი ყველაზე ჩერჩეტი ამელისაგან,,..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს გამახსენდა, წაკითხული მქონია
კარგი განწყობის მომტანია ესეც ეს გამახსენდა, წაკითხული მქონია
კარგი განწყობის მომტანია ესეც
9. ძალიან კარგია!!! ძალიან კარგია!!!
8. :) გმადლობთ
:) გმადლობთ
7. კიდევ წავიკითხე :) 5 კიდევ წავიკითხე :) 5
6. მიყვარს დღიურების კითხვა ) მიყვარს დღიურების კითხვა )
4. კარგია , მომეწონა მხოლოდ "კეთილი ჯადოქარი"-ს გარეშე. კარგია , მომეწონა მხოლოდ "კეთილი ჯადოქარი"-ს გარეშე.
3. საყვარელი, გული დამწყდა ეიფელი რომ არ მოსწონს, მე ვგიჟდები )) ++ საყვარელი, გული დამწყდა ეიფელი რომ არ მოსწონს, მე ვგიჟდები )) ++
2. გმადლობ ჯონათან:) გმადლობ ჯონათან:)
1. ილუსტრაციები წარმოვიდგინე- როგორ მოუხდება :)
ბავშვებისთვის კარგად გასაგებ ენაზე წერთ.
"ჩაიცმევს"- "ჩაიცვამს" :)
ილუსტრაციები წარმოვიდგინე- როგორ მოუხდება :)
ბავშვებისთვის კარგად გასაგებ ენაზე წერთ.
"ჩაიცმევს"- "ჩაიცვამს" :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|