 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 27 სექტემბერი, 2014 |
შენი თვალები, როგორც მღვრიე ბაიკალები, სადღაც ფსკერისკენ უმოწყალოდ როცა შრებიან... ვგრძნობ, სხვა პოეტებს აღარასდროს გაიკარებენ, ყალბი ლექსებით, სადაც მყიფე ჩუქურთმებია და ბაზილიკაც ძველმოდური, უშნო, უგვანო, ეს ვერლიბრებიც დასაწვავი მაღალ კოცონზე; პოეტის სახელს ეჭიდება ყველა რეგვენი, მათ არ ადარდებთ დოგმატიკა, ბრბოთა common sense. შენი თვალები, ვით დაღლილი სერაფიმები, წამწამთა რხევით უცხო მხარე გაფრინდებიან... დავრჩები მარტო და ჩემს ლანდზე გამეღიმება, რომ ცერბერები ყველა მხრიდან იღრინებიან, რომ ეგ თვალები ჰგვანან მწიფე ავოკადოებს, სადღაც ფსკერისკენ უმოწყალოდ როცა შრებიან, რომ ჩემი ცურვა შენს თვალებში საზოგადოა, ძველი ლექსებით, სადაც მძლავრი ჩუქურთმებია და ბაზილიკაც ახლებური, მკვეთრი, უზადო, ჯანდაბას ყველა: დოგმატიკა, ბრბოთა common sense... მაგ თვალებიდან ჩემი წილი ოქრო გავზიდე, მე ოცდაშვიდჯერ დავიწვები მაღალ კოცონზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ერთი ქულა სასვენ ნიშნებზე?! :)) ერთი ქულა სასვენ ნიშნებზე?! :))
14. კარგია... +4 კარგია... +4
13. კარგია მართლაც. :) კარგია მართლაც. :)
12. ორივენიცა ირმა :)) არ აცდებათ ვერლიბრებს აუტოდაფე :)) ორივენიცა ირმა :)) არ აცდებათ ვერლიბრებს აუტოდაფე :))
11. ჩამოყალიბდი ახლა- მისი თვალები ამღვრეული ბაიკალებია თუ მწიფე ავოკადოები? :)
დასაწვავი ვერლიბრები :)
ჩამოყალიბდი ახლა- მისი თვალები ამღვრეული ბაიკალებია თუ მწიფე ავოკადოები? :)
დასაწვავი ვერლიბრები :)
10. :)) ნუ ეხლა, როცა მართალი ხარ, ვჩუმდები, მადლობა :* :)) ნუ ეხლა, როცა მართალი ხარ, ვჩუმდები, მადლობა :*
9. ისეთი შენებურად ძლიერი ვერ იყო, მარა მე მაინც მომწონს :)) ისეთი შენებურად ძლიერი ვერ იყო, მარა მე მაინც მომწონს :))
8. დონ ხოსე პედრო დონოზოს სიტყვები მოვიპარე :დდდ დონ ხოსე პედრო დონოზოს სიტყვები მოვიპარე :დდდ
7. რაღაც ძველი სერიალი გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში გადიოდა, შენი თვალები უძირო ტბებიაო ))))) რაღაც ძველი სერიალი გამახსენდა, ჩემს ბავშვობაში გადიოდა, შენი თვალები უძირო ტბებიაო )))))
6. თენქ იუ თვაის =) თენქ იუ თვაის =)
5. ისე მაინც ხუთი ქულა დაგიწერე რომ იცოდე :) ისე მაინც ხუთი ქულა დაგიწერე რომ იცოდე :)
3. ეს არ მომეწონა, ისე შენი რაღაცები მომწონდა ხოლმე, ბუნდოვნად მახსოვს :) ეს არ მომეწონა, ისე შენი რაღაცები მომწონდა ხოლმე, ბუნდოვნად მახსოვს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|