ერთ ლექსში მითქვამს -"მე არ მესმის ავტორს ლექსს რომ უწუნებენ", აქ ბუნებრივია,არ იგულისხმება ჯანსაღი კრიტიკის უარყოფა..... მაგრამ,როცა კომენტარს უკეთებ შინაარს,ან რაიმე სხვა დეტალს,ერთმანეთისგან უნდა გაარჩიო,ჯანსაღი კრიტიკა და პირადი აზრი,რომელიც ყოველთვის არ შეიძლება მართალი იყოს. თუმცა პირადი აზრის გამოთქმასაც არავინ გიშლით,მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ,რომ ადამიანს მთლიანად არ წაუხდინოთ ხასიათი და წერაზე ხელი არ ააღებინოთ.... თუმცა -"ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.", მაგრამ მაინც მგონია,რომ თუ რომელიმე ნაწარმოები არ მომწონს, ეს იმ ნაწარმოების კი არ ჩემი ბრალია... არ მიმიზიდა თემამ ან შინაარსმა? -რათქმაუნდა ეს ჩემი ბრალია და არა ნაწარმოების ან ავტორის...... არ მომეწონა ჟანრი ან სტილი? -ესეც ჩემი ბრალია და არა ავტორის.... ერთადერთი შემთხვევა ჩემთვის,როცა ავტორს დავადანაშაულებ,შეიძლება იყოს, გრამატიკული მხარე. თუმცა,როდესაც ვკითხულობ ლექსს,რომელშიც ძალიან ღრმა შინაარსია ჩადებული,არ შემიძლია ყურადგება მივაქციო მარცვლების რაოდენობას,ან რაიმე მსგავს... P.S შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ,არასწორი აზრის ან შეხედულების გამო,მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და ხომ გაგიგიათ -"რამდენი თავია,იმდენი აზრია".....მადლობთ ყურადღებისთვის . :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დიახ, დიახ. დიახ, დიახ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|