ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2008


ძველი ფიქრები

სულში კვლავ ჩუმად ვტკეპნი ტკივილებს,
ვიტევ უსაზღვროდ და არ მგონია,
გულმა გაუძლოს ასეთი განცდით,
შემოსახლებულს ჩემში გოლიათს.

1996 წელი



ქარი დაწვდება ფოთლებს, ხეთა მძინარ წამწამებს.
აშრიალდება ფოთოლცვენის მელანქოლია,
აცეტებული ფიქრებს ცისკენ წააწანწალებს,
შემოეხვევა ღრუბელს მხრებზე, როგორც  გოლიათს.


1996 წელი


მომენატრება ღამეების უძილო სუნთქვა,
სული მოჰყვება გარდასულს ზღაპარს საამურს,
შენი თითების მწველი ფლეგმა, ცხელი ტუჩები,
მომენატრება მიტოვებულს, როგორც სალამურს.

1994 წელი


ფეხისწვერებზე დადის ოცნებით,
და უტიფარი ქარის რხევაში
ჰგავს შეჩვენებულს, ვისთვის ყოველდღე
ცხოვრება არის ყოფის რევანში.

1995 წელი


შემომეფეთა წელათრევით მარტში აპრილი,
ძლიერ სცვიოდა ქარს სურნელი შენთა ბაგეთა,
მოასკდა ქუჩებს რეტიანი ვნების რაპირით,
სურვილი თრობის, ისე ძლიერ, რომ დამაფეთა

1996

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები