ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი მდივანი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2014


* * *

გაიშალა ჭრელფერება ოქტომბერი
კივის ქარი სვეტიცხოვლის სამრეკლოსთან,
ზეცის გულზე გადაშლილი ოქროს ველი.

გამიგია ეს ქვეყანა დარდიანი
და ბუნების სიამაყე თავხედური
გამიგია ეს ქვეყანა ერთიანიც.

აქ ხომ ქროდა საუკუნის ბედისწერა,
და გალობდა წითელი ზღვა ყაყაჩოთა,
ჩავფიქრდები, მერე ესეც აღარ მჯერა.

განისვენებს მეფის ტოლი სხეულები,
გამყიდველთა რიგიც არ გავს დასრულებულს,
ერი ბერს გავს და ყველაფერს ვეგუებით.

კივის ქარი სვეტიცხოვლის სამრეკლოსთან
და ფანჯრებთან ანგელოზნი დაჰქრიან,
მაგრამ მე სხვა გასაჭირი დამყვებოდა,

მაგრამ მე სხვა გასაჭირი დამყვებოდა
რომ ვხედავდი საქართველოს დარდიანს,
ერთი ლექსი ვინათხოვრე ამიტომაც.

შეიძლება რომ ყვებიან უცნაურად?
მხოლოდ ქართველს შეამჩნევო ასეთ რამეს
ხალხი ამკობს ჩემს სამშობლოს უწმაწურად.

მაგრამ მთავარს დღეს საზღვრები ამბობენ,
მაგრამ მთავარს ვარსკვლავები ჰყვებიან,
ზემოთ მთები უკაცობას ნანობენ.

ჩაეძინა! ! მერამდენედ ჩაეძინა!!
დაავიწყდა !! მერამდენედ დაავიწყდა!!
ერს თავისი სახელი და ისტორია! ! !

მეორდება, ყველაფერი მეორდება,
საპასუხო სიყვარულის მოლოდინში,
გადაღლილი საქართველო მეცოდება !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები