ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
3 ოქტომბერი, 2014


დამიძახე


                 

მზის სხივები შეგიკონე ძნად,
ჩაგაქსოვე რიდით მზისფერ თმაში,
ნუღარავის ნუ ენდობი ბრმად,
ნუ აჰყვები გარეწარის არშიყს.

შენთვის სულ ვარ ბრძოლისათვის მზად,
ოღონდ ბზარი არ შეგნიშნო ხმაში,
დამიძახე, -თუ დაგჭირდე ხსნად,
მე დაგიცხრობ ვნებებს, ფაფარაშლილს..

ნუ ენდობი ნუღარავის ბრმად,
ნუ აჰყვები გარეწარის არშიყს,
რომ სხივები ისევ შევკრა ძნად
და მინდოდეს, -ჩაგაქსოვო თმაში.

3.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები