მთაო, ემანდ სად ასულხარ ზევით ცივაო და ფრთხილად არ გაცივდე, ჭაღარა გაგრევია, ალაგ-ალაგ თოვლივით დაგდებია თუ მე ამერია და თოვლი დაგდებია ჭაღარასავით.
მთაო, მთასავით გაყურსულხარ, ტანს ზემოთ ტყეც კი გაგიხდია დღეს ცივა და არ შეგცივდეს, ჰეჰ, ბედნიერი ხარ, ზევიდან დაგვცქერ ბედის ირონია - მე სულიერი და მთა გქვია შენ, მოდი შევეცვალოთ მე ვიქნები მთა და შენ კი გახდი მე, ფულსაც დაგიმატებ.
უარს მეუბნები? მაშინ შემიხიზნე ამომაბღოტე შენს კალთებზე ამომიშვი, არ წამოვიღებ არაფერს, არ დაგსვრი და არც ტალახიანი ფეხებით შემოვალ შენს სახლში, რბილად დაგაბიჯებ შემოსასვლელის ფარდაგზე ტელეფონის შნურივით გაჭიმულ მდინარეზე გადაგაბიჯებ, სასადილოში კენკრას მოგწყვიტავ და დავნაყრდები საძინებელში მზეს დაგაფარებ, არ შეგცივდეს. აივანიდან დალის დავინახავ ხმას არ ამოვიღებ, არ შევაშინო, მაინც ქალია. მთაო, მოგასუქებ რომ ზამთარს გაუძლო სათამაშო მურა დათვებს ჩაგაყოლებ, გაგათბობენ.
ხედავ? ისევ მოვბობღავ შენს კალთებზე აი ისე, ბავშვი რომ ცდილობს დედის კალთაში ჩაჯდომას რა გაცინებს? ჩემს ონავრობაზე გეცინება? ამოვედი, ჩამიკარი გულში, შემომახვიე ეგ ნისლები შალის კაშნებივით. მიყვარხარ!!!
© 2007
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. იმდენად აღვიქვი რომ შემაჟრჟოლა ნისლის კაშნეს წარმოდგენაზე:) კარგია,ოღონდ უფრო ჩანახატურია ვიდრე პოეზიური... იმდენად აღვიქვი რომ შემაჟრჟოლა ნისლის კაშნეს წარმოდგენაზე:) კარგია,ოღონდ უფრო ჩანახატურია ვიდრე პოეზიური...
24. mtaaa... kaia mtaaa... kaia
23. იოოო, შე ოხერო, შენააა :) მაგარი გვყავხარ :* იოოო, შე ოხერო, შენააა :) მაგარი გვყავხარ :*
21. კარგია მთა
7 ქულა კარგია მთა
7 ქულა
20. ეს ერთადერთი :) ეს ერთადერთი :)
19. ლექსი ხო, მაგრამ დავიბენი მგონი :D რამოდენიმე ნიკით ხარ აქ? :-? ლექსი ხო, მაგრამ დავიბენი მგონი :D რამოდენიმე ნიკით ხარ აქ? :-?
18. "მთაო, მთასავით გაყურსულხარ, ტანს ზემოთ ტყეც კი გაგიხდია დღეს ცივა და არ შეგცივდეს"
ეს გაუმართავია "მთაო, მთასავით გაყურსულხარ, ტანს ზემოთ ტყეც კი გაგიხდია დღეს ცივა და არ შეგცივდეს"
ეს გაუმართავია
16. არა მინდი! არაააა! ხელს ნუ გაიფუჭებ ბიჭო! ამჯერად არ დაგიწერ არაფერს :) შენ არ გეწყინება, ვიცი :) არა მინდი! არაააა! ხელს ნუ გაიფუჭებ ბიჭო! ამჯერად არ დაგიწერ არაფერს :) შენ არ გეწყინება, ვიცი :)
15. უცნაურად მომეწონა 5 აღდგომა... უცნაურად მომეწონა 5 აღდგომა...
14. ძალიან ლამაზია და ხევსურული :) ძალიან ლამაზია და ხევსურული :)
13. მეც მომეწონა :) მეც მომეწონა :)
12. ახალხევსურული...ძალიან კარგი:) ახალხევსურული...ძალიან კარგი:)
11. მომეწონა!... :) მომეწონა!... :)
10. მინდიიი! არაჩვეულებრივია! დიიიდი 5 შენ!
მინდიიი! არაჩვეულებრივია! დიიიდი 5 შენ!
9. ლქესად კი ვერ... მაგრამ ძალიან კარგად იკითხება, მინდია! ლქესად კი ვერ... მაგრამ ძალიან კარგად იკითხება, მინდია!
7. :) ძალიან მაგარია 5 უფრო ჩანახატი
კაშნები შეცვალე, ხევსურო კარგი ხარ :)))))) :) ძალიან მაგარია 5 უფრო ჩანახატი
კაშნები შეცვალე, ხევსურო კარგი ხარ :))))))
6. იოჰააან :) აბა გამოიცანი რას გიწეეერ:) :D
იოჰააან :) აბა გამოიცანი რას გიწეეერ:) :D
5. მთა მეც მიყვარს,მარა არა ამ სახით :D 3 მთა მეც მიყვარს,მარა არა ამ სახით :D 3
4. ჯერ კიდევ კლიმიდან მახსოვს, კარგია:) ჯერ კიდევ კლიმიდან მახსოვს, კარგია:)
3. და თოვლი დაგდებია.... მგონი და აღარ სჭირდება:) მომეწონა:)5 და თოვლი დაგდებია.... მგონი და აღარ სჭირდება:) მომეწონა:)5
2. ლექსია თუ ჩანახატი, კარგი კია :) ლექსია თუ ჩანახატი, კარგი კია :)
1. ლექსი არა მგონია იყოს პატარა საყვარელ ჩანახატს გავს კიდევ 5 დღეს ორი ხუთიანი მომპარე:) ლექსი არა მგონია იყოს პატარა საყვარელ ჩანახატს გავს კიდევ 5 დღეს ორი ხუთიანი მომპარე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|