ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ფხაკაძე.
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2014


მოსაღამოვდა, დაემსგავსა ცა ჭირისუფალს

მოსაღამოვდა, დაემსგავსა ცა ჭირისუფალს,
ჩაიცვა თალხი და ცრემლები თავზე გვაყარა,
ვგრძნობ რომ ეს ღამე არ იქნება ისეთი თბილი,
ერთად ყოფნისთვის სიყვარული თურმე არ კმარა.

კარგო, დღეიდან მარტოობის ნისლი ვისუნთქოთ,
ვხედავ ჯერ კიდევ შერჩენია შენი თმა ბალიშს,
ამ დასასრულით სულ სხვა ფილმი იწყება თითქოს
დრო ტიტრებიდან ალბათ მალე ორივეს წაგვშლის.

მოსაღამოვდა, დაემსგავსა ცა შვილმკვდარ დედას,
გააქრო მზე და თან წაიღო ზაფხულის სითბო,
მე დავიძინებ დღეს ლოგინის მარჯვენა მხარეს,
რომ შერჩენილი თმის სურნელი დილამდე ვიგრძნო

მე ახლა, ალბათ, ვიწერები ერთ ძველ დღიურში
ვხდები სახელი მიჯღაბნილი საფლავის ქვაზე,
სულაც მელანი მოგონებად ყვითელი ფურცლის
და დავძველდები მტვერში, შენი კარადის თავზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები