-"ჩვენ არც წასვლას გთხოვთ არც დარჩენას ნება თქვენია, ბამბა გათოვდეთ, ზეთი გაწვიმდეთ, სულ კარგი ფეხი დაგეტოვოთ, ჩვენთვის, ყველასთვის, სულ თაფლ-მზიანი გზებით გევლოთ, სულ თაფლ-მზიანი... ასე ჩურჩულებს დედაჩემი (ცხადია სვანურად) როცა ჩვენი ძვირფასი მიცვალებულების სტუმრად მყოფ სულებს აცილებს ჭიშკრამდე, რატომღაც ჩქარი ნაბიჯებით, ხელში სამფეხა, დაგრეხილი სანთლით. ხრიჭინებს ფეხქვეშ ყინვით გამომშრალი თოვლი, უცნაურად პატარავდება იმ იდუმალ ღამეში, უკვე ლანდად ქცეული მისი სხეული. ჩვენ მხოლოდ მისი ფეხის ხმა გვესმი შუქჩამქრალ ბნელ ოთახში, დედისაკენ ზურგშექცევით მდგართ, იმის შიშით რომ შემთხვევით თვალი არ გავაყოლოთ, რაც სასტიკად არის აკრძალული. დედა სანთელს ჭიშკრის ბოძზე ამაგრებს, უკან ბრუნდება, ის განცდა, რასაც მაშინ განიცდის, მისთვისაც გაუგებარია, აუხსნელი. სახლში შემოდის, შუქს ანთებს და ამით ერთკვირიანი ყოველდღიური რიტუალი დასრულდა, მანამდე კი... შვიდი დღის განმავლობაში, ყოველდღე, დილა-საღამოს, მათთვის საგანგებოდ იშლება სუფრა, სუფრაზე კი ის იდება, რაც ხორციელად ჩვენთან მყოფთ, ჩვენთვის უცხო სამყაროში მოხვედრამდე უყვარდათ. აი, ასეთი სევდიანი სურათიც იხატება, მაგიდის ერთ მხარეს, გაშლილ სუფრაზე, ჩიბუხი ან ანთებული სიგარეტი დევს, მეორე მხარეს, სოსკაწამოცმული რძით სავსე შუშის ბოთლი. სინათლეს ვაქრობთ, მხოლოს მოპარპალე სანთლის სუსტი შუქი ანათებს ოთახს, ისიც სანახევროდ. უცნაურია! არის შემთხვევა, როცა ამ დროისთვის, (როგორც ყოველთვის, მკაცრ ზამთარში) ოთახში ძალიან წვრილი პეპლები ჩნდებოდნენ საიდანღაც, ისხდენენ საგანგებოდ ამ რიტუალისთვის გაწყობილ, ფქვილიან ჯამში ჩამაგრებულ თხილის წვრილ ტოტზე და აღვივებდნენ ჩემში იმ მბჟუტავ რწმენას, რაც თავიდანვე გამაჩნდა (უსაშველოდ დაბნეულს) ამ ყველაფრის მიმართ. ღუმელში კაკლის ნედლი ტოტი იწვის ტკაცუნით (ესეც აუცილებელია). რა ხანია ვცდილობ ამ რთულ სამყაროში შეღწევას, მაგრამ ამაოდ, არაფერი გამომდის, მხოლოდ გარშემო ვუვლი და ვაკვირდები ასე შორიდან. რაღაცნაირად მანც ვახერხებ ტკბობას ამ სრულყოფილი იდუმალებით. რაც უფრო მეტს ვუღრმავდები, უფრო ბუნდოვანი ხდება, დედაჩემის დაბნეული პასუხები, ძლივს მოხელთებულ აზრსაც ხელიდან მაცლის. დღესაც იგივე მეორდება, აი, დგას დედა ჩვენს წინ, ყველაზე ახლოს სუფრასთან, როგორც ყოველთვის რაღაცას გაუგებრად ჩურჩულებს, გარედან კი, ძალიან ყრუდ ისმის, უხვად დათოვლილ ხეთა ტოტებიდან მომწყდარი მძიმე თოვლის ხმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჩემი ბავშვობის ლამაზი მოგონებები უკავშირდება სვანეთსა და სვანურ-ადათ-წესებს...
+5 ჩემი ბავშვობის ლამაზი მოგონებები უკავშირდება სვანეთსა და სვანურ-ადათ-წესებს...
+5
12. რიტუალიც, თხრობაც და მთხრობელიც - უცნაური, მისტიური და საინტერესო!!! ფინალი კი ზუსტად აღებული აკორდივით: - "გარედან კი, ძალიან ყრუდ ისმის, უხვად დათოვლილ ხეთა ტოტებიდან მომწყდარი მძიმე თოვლის ხმა". რიტუალიც, თხრობაც და მთხრობელიც - უცნაური, მისტიური და საინტერესო!!! ფინალი კი ზუსტად აღებული აკორდივით: - "გარედან კი, ძალიან ყრუდ ისმის, უხვად დათოვლილ ხეთა ტოტებიდან მომწყდარი მძიმე თოვლის ხმა".
11. საინტერესო რიტუალია... ნეტა მხოლოდ სვანეთშია ეს რიტუალი ცნობილი? საინტერესო რიტუალია... ნეტა მხოლოდ სვანეთშია ეს რიტუალი ცნობილი?
10. ნიკი, შეცდომით დამიწერია როგორც ყოველთვის :) "ქუნარ" არის სულები, ბოდიშით! ნიკი, შეცდომით დამიწერია როგორც ყოველთვის :) "ქუნარ" არის სულები, ბოდიშით!
9. ერთი დაზუსტება მინდა ბატონო სოსო
სათაური არის ქუნარეშ თქვენ ბრძანეთ ქურან ნიშნავს სულებსო ანუ ეს ნარ და რან ასე გადადგილებულადაა ამ სიტყვებში? ერთი დაზუსტება მინდა ბატონო სოსო
სათაური არის ქუნარეშ თქვენ ბრძანეთ ქურან ნიშნავს სულებსო ანუ ეს ნარ და რან ასე გადადგილებულადაა ამ სიტყვებში?
8. ლამაზად ყვებით...:-*
ლამაზად ყვებით...:-*
7. როი. ჩემგანაც დიდი მოკითხვა, ჩემო ნიჭიერო ძამიკო როი. ჩემგანაც დიდი მოკითხვა, ჩემო ნიჭიერო ძამიკო
6. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
5. სოსო, მოგიკითხე ძაო. ძლიერი ხარ! სოსო, მოგიკითხე ძაო. ძლიერი ხარ!
4. სირცხვილი ჩემი სვანი სამეგობროს, აქედან გავიგე ეგ რიტუალი)) სირცხვილი ჩემი სვანი სამეგობროს, აქედან გავიგე ეგ რიტუალი))
3. ჯონათან, დიახ ამ რიტუალის სახელია, ერთი სიტყვით შეუძლებელია ამის თარგმნა :) "ქურან" ქართულად "სულებს" ნიშნავს. ჯონათან, დიახ ამ რიტუალის სახელია, ერთი სიტყვით შეუძლებელია ამის თარგმნა :) "ქურან" ქართულად "სულებს" ნიშნავს.
2. "რომელირაც ლათინთავინთოამერიკული სერიალის "
რ- კორექტურაა იმდენად დახვეწილი თხრობაა, რომ ერთი კორექტურაც არ უნდა იყოს
ეს "ლათინთავინთოამერიკული"-ც რაღაც არ მოუხდა ამ კლასიკურ და მისტიკურ თხრობას ჩემი აზრით
ან იქნებ ეს "თავინთო" რამეს ნიშნავს და მე არ ვიცი
ყველა ვარიანტში 5 თხრობასაც და მწერალსაც "რომელირაც ლათინთავინთოამერიკული სერიალის "
რ- კორექტურაა იმდენად დახვეწილი თხრობაა, რომ ერთი კორექტურაც არ უნდა იყოს
ეს "ლათინთავინთოამერიკული"-ც რაღაც არ მოუხდა ამ კლასიკურ და მისტიკურ თხრობას ჩემი აზრით
ან იქნებ ეს "თავინთო" რამეს ნიშნავს და მე არ ვიცი
ყველა ვარიანტში 5 თხრობასაც და მწერალსაც
1. არაფერი მსმენოდა აქამდე ამ სვანური რიტუალის შესახებ.
არ იყო ეს უბრალოდ ეთნოგრაფიული ჩანაწერი.
"ქუნარეშ"- ამ რიტუალის სახელია?
არაფერი მსმენოდა აქამდე ამ სვანური რიტუალის შესახებ.
არ იყო ეს უბრალოდ ეთნოგრაფიული ჩანაწერი.
"ქუნარეშ"- ამ რიტუალის სახელია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|