ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია.დადიანი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


ნუ გაფითრდები...

შენ რომ იცოდე, რა ურჯულო გავხდი ბოლო დროს,
როგორ გამირბის ეკლესიის ყველა კედელი...
ცას გამოკვრია ნედლი მთვარე-ღამის სიმბოლო,
სანამ გავრბივარ, ადექი და გამომეკიდე...

გავსულერთდები, გათეთრდება ცაც და ხმელეთიც
და ჩემი სულიც სასულედან გაგიფრინდება.
მამაო,მითხარ რას ამბობენ შენი ღმერთები,
როცა უმწეო ბავშვი მიჰყავთ?!
ნუ გაფითრდები...

შენ რომ იცოდე, რა ურჯულო გავხდი ბოლო დროს,
ვერ მოვერიე კითხვისნიშნებს, გზებს და ხვეულებს...
ბალიშს დაადნა ნედლი მთვარე-ღამის სიმბოლო,
ღმერთო, ამდენი უღმერთობა მანერვიულებს !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები