ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგს ონ
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


უყვარდა ერთხელ

თვალებში - სიბნელე. უფსკრული
მზერაში - სიცივე , ყინული
ბნელი და მტანჯვებული ფიქრებით
სულის წამებამდე მისული
დამარხულ გრძნობათა საფლავებს
გულით დაატარებს ღრმად ჩაფლულს
წარსულს სახიდან არ იშორებს
ამაზრზენ იარად გადაკრულს
მხეცივით დაბერილ ნესტოებს
მხოლოდ სისხლის სურნელი ათრობს
დემონურ სურვილთა ძახილი
მის სმენას შიშით ვეღარ აკრთობს
ერთ დროს მზის სინათლის მოყვარულს
შვება უპოვია ბნელეთში
და შეკედლებია მკვდარ სიცივეს
მთვარის მკრთალი შუქით შეფერილს
სულში ჩასახლებულ სიძულვილს
მთელი გული მსხვეპლად შესწირა
ერთ დროს სიყვარულით მფეთქავი
ლამის მოიგლიჯოს მკერდიდან
მის მტკიცედ დახურულ ბაგეებს
სიტყვების გაჩენა აღარ სურთ
რამდენი რამ დარჩათ სათქმელი
ოდესღაც მხურვალე გულს და სულს
ვინ იცის სიცოცხლის სურვილი
ერთ დროს მის ძარღვებშიც ფეთქავდა
და თავის მომავალ ცხოვრებას
საოცარ ფერებში ხედავდა
მაგრამ დაივიწყა ის დღენი
როცა იმედებით სუნთქავდა
თავიც შეიძულა რადგანაც
ერთხელ გრძნობდა, ერთხელ უყვარდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები