ისე მაკლიხარ ვით ზამთრის პირზე, სითბო გაუშლელ მინდვრის ყვავილებს. როგორც ხემ ქარი ვერ აგირიდე და შიშვლად ვდგავარ მზისგან ნაგრილზე. ვდგავარ და მზეც კი რაღაც სხვა გვარად, ღრუბლებმა თითქოს ხელში გალიეს, შემომჩვევია ქარი მასხარა და სითბოს მპარავს, ჯიბე ცარიელს. დამჩემდა ფიქრი მძიმე სახადათ, ვისმენ სამყაროს კვნესის არიებს. მე ხშირად ვდგავარ მთაში ახადთან და სულს ვუბერავ გადამჭკნარ იებს. რაღაც სხვაგვარი დამჩემდა ხედვა, სამყარო სულ ჩემს ჭკვაზე ავრიე, მესმის ყვავილთა სუნთქვა და ფეთქვა, ხეებმა სული როგორ დალიეს. ხშირად მინდოდა, მინდოდა მეთქვა: მთებმა ღრუბელი წვერით დახიეს, ლაპარაკობსო სუყველა: ხე, ქვაც, ნასახლარებიც სტკივა ახიელს. მაგრამ თქვენ ყველას სიყრუე გეცვათ, სიგიჟეთ თვლიდით ასეთ საქციელს. შევეგუე და ჩვევადაც მექცა, რომ სულს მე სხვისი სევდა დამილევს, ისე მაკლიხარ უფალო დღესაც, როგორც დაცული ქუსლი აქილევსს. ალეკო მიშელაშვილი
დღლოფინიჩი,- ნექტარი. მადლობააა. არა საპატიებელი რა არის პირიქით , მე ის გამიხარდება თქვათ რაც არ მოგწონთ. უბრალდ ამის შეცვლა არ მინდა რატომღაც, ხან ისეთი ილუზია იქმნება მართლა რომ მთები თავიაანთი ბასრი წვერით , მათკენ მიმავალ ღრუბლებს დახევენ და გაფატრავენ.