 | ავტორი: ნ.ფხოველი ჟანრი: პოეზია 28 ოქტომბერი, 2014 |
2011 წლის 24 მარტი, 7:02-ზე
ლექსებს ვაგროვებ, რომ სიყვარული, სულ უფრო მეტად მიყვარდეს ხალხნო, რომ ქვაფენილზე კაკუნს ამ ქოშის ქოშინით მივყვე სად ცხოვრობს ვნახო. შემოდგომისას მკვდარი ფოთლების სამძიმარს ცოცხის პატრონთან ვამბობ, მტკვარზე გამიდონ ტივები ოხვრის წყალში ვდგავარ და ცეცხლი მაშრობს. ქუჩაში მთვრალი კაცი რომ მოდის, მინდა უყვარდეს, სიმღერას ვნატრობ ფანჯრის ჩამმსხვრევი დასჯილი ბურთი დაუბრუნე რააა ბავშვობა გახსოვს?! ლექსებს ვაგროვებ, მინდა რომ დავწვა ყველა გაბრუვდეთ მელნისფერ კვამლით იქნებ ომისთვის დრო აღარ დარჩა, ახალგაზრდებიც ბებრები გავხდით, იქნებ ცას წვიმა ცრემლებად წასკდა მიწას ნაოჭი უჩნდება გვალვის, წლები კი ისე გარბიან სადღაც, რომ უკვე ფოტო ალბომებს დავთვლით. ლექსებს ვაგროვებ, მინდა გაგიყოთ, როგორც ნაწამებ იესოს კვართი, მეც ჩემი ჯვარი გოლგოთას ამაქვს, მადლობა ღმერთს რომ ქართველი გავჩნდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. : ) რავიცი ესე გამოვიდა :) : ) რავიცი ესე გამოვიდა :)
3. ჰო, სხვანაირად დაიწყო, მერე სხვანაირად განვითარდა და სულ სხვანაირად დასრულდა :) მოულოდნელობის ეფექტი :)) ჰო, სხვანაირად დაიწყო, მერე სხვანაირად განვითარდა და სულ სხვანაირად დასრულდა :) მოულოდნელობის ეფექტი :))
1. ფინალმა გამაკვირვა, სხვაგან წავდედი სხვა გზით წამოსული...
წარმატებები ფინალმა გამაკვირვა, სხვაგან წავდედი სხვა გზით წამოსული...
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|