ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


დილემა

როგორც ამბობენ, არ განიცდის
ტკივილს ამება.
მეტი უჯრედით მეტს შეიგრძნობ
სოფლიურ სევდას.
სანამ უფალთან დავბრუნდებით
რა გვიჯობს, ნეტავ:
წვა, ფერფლად ქცევა შემეცნების
უმძიმეს შუქზე,
თუ ნეტარება უმეცრების
მსუბუქ წყვდიადში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები