ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


მოდი ვიმარხულოთ...


დღეს მე მაბნევია თმაზე სუნი შენი,
სითბო ერთმანეთის კოცნით გავაჯერეთ,
შევძლებ ალბათ ახლა მთვარეც მოგიკრიფო,
შენ თუ დამარწმუნებ,შენ თუ დამაჯერებ...
ეს ის ზღვაა-ვნების (კოვზით არ ილევა)
ღელავს გრძნობა გულში,გული თავად ღელავს,
რაც კი ტკივილია,
რაც კი სიცივეა,
რაც კი ფიქრებია
სულ მთლად გადათელავს...
დღეს მე მაბნევია თმაზე სუნი შენი,
ზღვა კი არა-ლექსი კოვზმა გამოსცალა,
შენ ხარ ჩემი ღმერთი,ღმერთი-ლუციფერი,
ჩემთვის შესაფერი ბრძნული გამოცანა...
დღეს მე ღვინით არა-გრძნობით გაზიარე,
ვნება დავმარხოთ და ვნებით ვიმარხულოთ,
ვნახოთ ის სამოთხე,
ვნახოთ ჯოჯოხეთი,
მოვკლათ ჩვენში ეშმა ,
ღმერთი ვინახულოთ...
მოდი ვიმარხულოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები