 | ავტორი: დურბახი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 ოქტომბერი, 2014 |
სასიამოვნო ხარ, არ ვიცი როგორ ავხსნა ეს, მაგრამ ძალიან ისეთი როგორიც გინდა რომ იყოს. ოღონდ არ იცი რა.. მაგალითად გინდა რომ დღე იყოს მშვიდი, წარმატებული ან უბრალოდ იმ დღეს არაფერი მოხდეს, მოკლედ იცი როგორი გინდა იყოს დღე..აი ასეთი ხარ შენ..როგორიც გინდა რომ იყოს დღე - მშვიდი, წყნარი, წარმატებული, ან უბრალოდ არაფრით გამორჩეული, მაგრამ ამავდროულად გასაოცარი.
გინდა რომ ახლა, ამ მომენტში როცა გარეთ გახვალ სამსახურიდან, გინდა რომ ავტობუსი დაგხვდეს გაჩერებაზე და ლოდინი არ მოგიწიოს - აი ასეთი ხარ შენ, როცა ლოდინი არ გიწევს და იცი სულ აქ ხარ, უფრო სწორედ მე ვიცი..ვიცი რომ სულ ხარ და იქნები.. ან უბრალოდ გინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს..და ამ დროს გახსენდება რომ ყველაფერი კარგად ვერასოდეს იქნება, ეს გამორიცხულია, არ შეიძლება ყველაფერი სულ კარგად იყოს, მაგრამ იცი რომ არის ადამიანი რომელიც ყველაფერზე, ყველა ფერზე კარგია და ის ადამიანი ახლა როცა ამ აბდაუბდა რაღაცას ვწერ, დაჯდება, გაიღიმებს, ან არ გაიღიმებს, მაგრამ აუცილებლად წაგიკითხავს.
მერე რა რომ არ იცი მისი ხმა, მერე რა რომ ხმა ვიდეოში მოისმინე, მაგრამ მაინც არ იცი მისი ხმა. მერე რა რომ არ იცი როგორ იცინის, როგორ გისმენს, როგორ გიყვება ამბავს, არ იცი როგორია როცა ეტყვი რაიმე სასაცილოს, ან რაიმე მოსაწყენს.. არ იცი ამ დროს მისი სახე როგორია, მისი თვალები როგორია.. მერე რა რომ საერთოდ ეს ადამიანი გაოცებს, გაკვირვებს, უფრო და უფრო ახლო ხდება და თან ამავდორულად არ შეგიძლია ეს გადმოსცე..
მე ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ არც თავმდაბალ ადამინთა რიცხვს მივეკუთვნები, ყოველთვის მიყვარდა იმის გამეორება, რომ მირჩევნია ვიყო აქილევსი და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.. მართლა მიმაჩნია, რომ საკმაოდ დიდი, მდიდარი და მოცულობითი სიტყვის მარაგი გამაჩნია, მაგრამ შენ როგორი ხარ და შენ ვინ ხარ ჩემთვის, ჯერ ეს ვერ გადმოვეცი, არ გამომდის იმის თქმა რასაც ახლა ვფიქრობ და ეს ცოტა არ იყოს ნერვებს მიშლის..
ასე მგონია რომ დავინჩი ვარ, ოღონდ დავინჩი რომელმაც ჯოკონდა დახატა იმ ცნობილი ღიმილის გარეშე. ან მიქელანჯელო ვარ, რომელმაც დავითის ქანდაკება ჩაცმული შექმნა, მიქელანჯელო რომელმაც სიქსტსი კაპელა მოხატა, ოღონდ მოხატა შავ-თეთრად.. პიკასო ვარ და ფუნჯი არ მაქვს, ან იმის ნაცვლად, რომ დავხატო - ფლომასტერით ვაფერადებ ფურცლებს.. გალაქტიონი მერის გარეშე..
ახლა მივხვდი, რომ მე ვარ, მხოლოდ შენს გარეშე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მირჩევნია ვიყო აქილევსი და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.. ++ მირჩევნია ვიყო აქილევსი და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.. ++
3. სასიამოვნო ადამიანზეა დაწერილი, შესაბამისად.. :) სასიამოვნო ადამიანზეა დაწერილი, შესაბამისად.. :)
2. რა სასიამოვნოა :) რა სასიამოვნოა :)
1. ძალიან გამიხარდებოდა ასეთი წერილის მიღება . დარწმუნებული ვარ _ ადრესატსაც . ) ძალიან გამიხარდებოდა ასეთი წერილის მიღება . დარწმუნებული ვარ _ ადრესატსაც . )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|