უხმო ნოტებს აშრიალებს ნაკადული, გარეთ ისევ სუსხიანი ქარებია, გულში ისევ შემოიჭრა გაზაფხული, მე შენსავით სხვა არავინ მყვარებია.
გაფრინდება ეს ცხოვრება და შენსავით, გულს დაცხრილავს საფანტების ცხელი ტყვია, შენთან მოვალ უჩვეულო თეთრი ნავით, შენზე ბევრი ვერაფერი შემიტყვია.
ძეგლებს ისევ სველი ქარი დასტრიალებს, ტირიფივით აქვითინდა ლურჯი ია; შენზე ფიქრი განუწყვეტლივ მაცლის ძალებს, მე შენსავით სხვა არავინ მყვარებია.
ეჰ,ძვირფასო დაიღალა ღამე მძლავრი, შენს ხატვაში ისევ დამიღამებია, ჩემი ფიქრის განუყრელი გახდი მგზავრი, მე შენსავით სხვა არავინ მყვარებია,
მახსენდება,დღესაც მწარედ მახსენდება, სიყვარულით გრძნობით სავსე წერილები, ვიცი,უკვე კოშკი აღარ აშენდება; ძილის დროსაც აღარასდროს მეცილები.
ქარი ამტვრევს მარტოობას კმაყოფილი, ღამემ ფერი შეიცვალა,გახდა ღია, მახსენდება სილამაზე და პროფილი, მე შენსავით სხვა არავინ მყვარებია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მაგარია..... :) მაგარია..... :)
17. მაგარია22222222222222222222222 მაგარია22222222222222222222222
16. ხოოო ქართველო მაგარია!!! ხოოო ქართველო მაგარია!!!
15. სიყვარულია ფრაზები გულწრფელი ემოცია მომწონს ხოლმე აქ:) სიყვარულია ფრაზები გულწრფელი ემოცია მომწონს ხოლმე აქ:)
13. კარგია ძმაოოო 5 კარგია ძმაოოო 5
12. მაგარია სახელს ამართლებ მაგარია სახელს ამართლებ
11. კარგია!!! მარტო მეორე კუპლეტის ბოლო სტროფია "შენზე ბევრი ვერაფერი შემიტყვია" ჩემი აზრით მარტო რითმის "პადეშკა" და ცოოოტა ბავშვურ სახეს აძლევს, მაგრამ მაინც კარგია :) კარგია!!! მარტო მეორე კუპლეტის ბოლო სტროფია "შენზე ბევრი ვერაფერი შემიტყვია" ჩემი აზრით მარტო რითმის "პადეშკა" და ცოოოტა ბავშვურ სახეს აძლევს, მაგრამ მაინც კარგია :)
10. ლამაზი ლექსია... მომეწონა! ლამაზი ლექსია... მომეწონა!
9. ისე მომეწონა, რომ ძალიან ბევრჯერ წავიკითხე. ძალიან მაგარი ხარ იმედო! უსაყვარლესი და უთბილესი ლექსია :) ისე მომეწონა, რომ ძალიან ბევრჯერ წავიკითხე. ძალიან მაგარი ხარ იმედო! უსაყვარლესი და უთბილესი ლექსია :)
8. "მე შენსავით სხვა არავინ მყვარებია." ---> ადამიანი რომ ამ სიტყვას იტყვის, ის დასაფასებელია ;) ეგეთი უნდა სიყვარული :)
"მე შენსავით სხვა არავინ მყვარებია." ---> ადამიანი რომ ამ სიტყვას იტყვის, ის დასაფასებელია ;) ეგეთი უნდა სიყვარული :)
7. ნიკი, ნორმალურში (როდესაც გაქვს 5 ბალიანი შკალა) იწერება 3 მინიმუმ და მაქსიმუმ 4, 2 არის ცუდის ექვივალენტი. მე, მაგალითად, 2 ქულა მაქვს და აქ 1 დავწერე, რომელიც უფრო მომეწონება 2 დავწერ :)
ანუ, დღეს არაობიექტური ბრძანდებით დღეს, რაღაც ;) ნიკი, ნორმალურში (როდესაც გაქვს 5 ბალიანი შკალა) იწერება 3 მინიმუმ და მაქსიმუმ 4, 2 არის ცუდის ექვივალენტი. მე, მაგალითად, 2 ქულა მაქვს და აქ 1 დავწერე, რომელიც უფრო მომეწონება 2 დავწერ :)
ანუ, დღეს არაობიექტური ბრძანდებით დღეს, რაღაც ;)
6. კარგ ლექსებში 4-ს ვწერ და ძალიან კარგებში 5-ს :)
ოოო მთელი საიდუმლოებანი დამცინცლეს რა კარგ ლექსებში 4-ს ვწერ და ძალიან კარგებში 5-ს :)
ოოო მთელი საიდუმლოებანი დამცინცლეს რა
5. ხოდა ნორმალური რომაა იმიტომაც დავწერე 2 ქულა ვახ :) ხოდა ნორმალური რომაა იმიტომაც დავწერე 2 ქულა ვახ :)
4. ნიკი გაბოროტდა :)) :)) ის მულტფილმი გამახსენდა ახლა-"ყურშა გაყოყოჩდა" :D
ნორმალური ლექსია :) ნიკი გაბოროტდა :)) :)) ის მულტფილმი გამახსენდა ახლა-"ყურშა გაყოყოჩდა" :D
ნორმალური ლექსია :)
3. სიყვარულო ძალსა შენსა, მიენიჭოს ქულა 2 სიყვარულო ძალსა შენსა, მიენიჭოს ქულა 2
1. ამ ტექსტზე: იმღერებდა დიდი ნატო, ან ნინო ჩხეიძე :) ამ ტექსტზე: იმღერებდა დიდი ნატო, ან ნინო ჩხეიძე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|