ავტორი: ნ.ფხოველი ჟანრი: პოეზია 18 ოქტომბერი, 2014
***
გადაივლიან ნისლები ქედებს ჩემი ფიქრივით ამღვრევენ წარაფს, ბერწად დარჩება ეს ღამე დღესაც აზრები თუ ვერ მივაბი კალამს, თუ ნამოსახლარს დავუნთე ცეცხლი ლაზარესავით აღსდგება ყორე და ისე იწყებს სისხლი მოქცევას ჯებირებს მინგრევს მაჯისთავს ვგონებ. ღამე გადიყრის ჩაჟამულ ხევებს ჟამ და ჟამ დღეც კი მიქარვებს სევდას, მზის სხივი ეზოს მოადგა მწიფეს ღვინობის თვეა და ღობეს ლეწავს.