"მდუმან მთებივით მომაკვდავი თეთრი დღეები, მოხუცი ქალი შინდის კრებით იხსენებს წარსულს, ჩემზე რას ვიტყვი? მე უშენო დღეებს შევები, და მაინც არ მსურს,მე შენს გარდა,არავინ არ მსურს...
ვხედავ არიას.ნეკერჩხლების მშვენიერ როკვას, გავიძრე ტყავი,შემდეგ თბილი სიკეთით ვმოსე, მიწყებენ გზაზე უპატრონო ძაღლები ლოკვას, როცა ვაპურებ. მივუყვები ბილიკებს. მოსე
მომეცი რწმენა,რომ შევცვალო ცხოვრების ნირი, თითქოს სამყარო ცოდვის გუბე,დარდის სახლია, და მეც დავღონდი ყველაფრისგან,ვით მეფე ლირი, და ვცდილობ მუდამ,რომ დავიწყო სულ მთლად ახლიდან
თბილი ცხოვრება. დაგუბებულ ფილტვებმა ნეკნებს, ვეღარ გაუძლო,ატირდა და ნახევარ მთვარეს, დაუწყო ხვეწნა,რომ ეშველა.შემოვრჩი ნეკრესს, ხოლო სიცოცხლე შავთეთრია,საკმაოდ მდარე...