რაღაცნაირი ძროხა იყო კოჭინა,ისეთი იყო,შე ძროხაო,ვერ აკადრებდი.გოგოსავით იქცეოდა,დაქალივით მიყურებდა ხოლმე...მეც ავიღებდი სავარცხელს და ვალამაზებდი.მე და კოჭინა ვიღვიძებდით ცის ალიონზე-ყავა გინდა შე ძროხა მეთქი?- ვეკითხებოდი...რა ყავა გოგო ძროხა ვარო თვალებით მპასუხობდა...მერე კარებთან დადგებოდა და გამაცილეო მეძახდა...მიბრძანდი და არ დააგვიანო მეთქი-ვუშვებდი. დააგვიანა ერთხელ,ყველა ძროხა სახლში იყო,ყველა მისი მეგობარი მოვიკითხე და არ ჩანს ეს პატარა საქონელი...ნიკორწმინდის მწუხრის ზარი რომ ჩამოჰკრავდა,სახლში უნდა მოსულიყო კოჭინა...არ მოვიდა...წავედით მე და მისი ნამდვილი პატრონი საძებნად,ვიფიქრე სულ კუდით მოვათრევ,ძროხა კი არა გველია მეთქი...დიდი ჯოხი დავიჭირე და ავუყევით დიდ ფერდობს.ვყვირით:კოჭინაააა,კოჭინაააა.. ესმოდა და ერთი-მუუც არ შემომძახა.არაფერი გამოვიდა,მეორე საღამოს მოვიდა ეგ მაწანწალა...ორსული მოვიდა...ვაპატიეთ ეგ ამბავი...ქალია და თავისუფალი...გახდა ხანი...ღამის სამ საათზე მაღვიძებს ეკა,ადექი კოჭინას მუცელი მოეშალაო...გიჟივით გავქანდი ბოსელში,რას ვხედავ ტირის ჩემი გოგო,მეთქი ქალო დაწყნარდი,ვის არ მოსვლია,კიდე გააჩენ,ვკოცნე,არაო,მიშველეო დედა ხო ხარო,ექიმი მოვა და გიშველის მეთქი და- შენ მიშველეო...ვერ ვუშველე დაკარგა ხბო...ის ღამე ბოსელში გავატარეთ...მერე წამოვედი და დავუბარე-უფრო ყურადღებით იყავი მეთქი გოგო,გაგყიდიან მეთქი თხასავით,-ეგრეც მოხდა...შემდეგ ზაფხულს კოჭინას ბოსელში ქათმები ცხოვრობდნენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გოლოცავ დაბადების დღეს! ყველა კარგ სურვილებს გიგზავნი.
გოლოცავ დაბადების დღეს! ყველა კარგ სურვილებს გიგზავნი.
8. ლევან,მადლობა...:) თავად? ლევან,მადლობა...:) თავად?
6. საინტერესო იყო ) საინტერესო იყო )
5. ხათო.. არაფრისმთქმელი -5.. წერე,რაა...:( ხათო.. არაფრისმთქმელი -5.. წერე,რაა...:(
4. ვინ მოსულაააა :) რავიცი მე ლამის ავცრემლდი და იუმორისტულია ვითომ? რაღაცნაირი სევდიანია :) ან მე მჭირს რაღაც, რავიცი :D გამიხარდი ავტორო :* ვინ მოსულაააა :) რავიცი მე ლამის ავცრემლდი და იუმორისტულია ვითომ? რაღაცნაირი სევდიანია :) ან მე მჭირს რაღაც, რავიცი :D გამიხარდი ავტორო :*
3. რაღაცნაირი ძროხა იყო კოჭინა,ისეთი იყო,შე ძროხაო,ვერ აკადრებდი. . . :) მეც შემეცოდა. 5 რაღაცნაირი ძროხა იყო კოჭინა,ისეთი იყო,შე ძროხაო,ვერ აკადრებდი. . . :) მეც შემეცოდა. 5
2. მოგიკითხე მუხა...და ყველა მენატრებით,დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ,არ ვიყავი ღირსი აქ ყოფნის...მიყვარხართ მოგიკითხე მუხა...და ყველა მენატრებით,დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ,არ ვიყავი ღირსი აქ ყოფნის...მიყვარხართ
1. როგორ შემეცოდა "კოჭინა" კკიდევ კარგი გაყიდეს და არ დაკლეს! ძალიან მომეწონა! ეს იუმორისტულში თავ-ფურცლის ღირსია ! როგორ შემეცოდა "კოჭინა" კკიდევ კარგი გაყიდეს და არ დაკლეს! ძალიან მომეწონა! ეს იუმორისტულში თავ-ფურცლის ღირსია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|