ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგს ონ
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2014


ჩემო მეორევ



შენ შეგიძლია გაიქცე...
მაგრამ აქედან ვერავინ გარბის!
იყიდო ბილეთი იქით,
მოძველებული გემის ან ნავის...

შენ შეგიძლია გიყვარდეს
და სიამაყემ შიგნიდან გღრღნას,
ამოუცნობი გრძნობის
მსხვეპლი გაუხდე სხვას...

წადი მოძებნე ნდობა!
სანამ დაკარგავ იმედს...
სანამ მოგიკლავს ვინმე,
ლამაზ მიმზიდველ იერს!

წადი მოძებნე შვება,
სანამ გრძნობა ჩქეფს გულში..
სანამ
ეს ვითომ თავისუფლება
მძიმედ ჩაგაკვდა სულში!

წადი მოძებნე კარი,
სამოთხისაკენ.. სამოთხისაკენ,..
მაგრამ!
იცოდე კარგად,
მიდიხარ მაინც
ჯოჯოხეთისკენ!

წადი შეხედე საფლავს,
ცოტა დაუთმე გამბედაობას
იცოდე!
დაღლილს ცხოვრებით,
მომეჩვენები გულისამრევად

წადი..წადი და წადი!
ჩემში რომ ზიხარ არსებავ ბნელო..
არ დაიღალე? შენ გესმის ჩემი,
გამომეცხადე ჩემო თვითმკვლელო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები