ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2008


ვერ გამოგიტყდი სიყვარულში

მე მხოლოდ ახლა ვსწავლობ დათმობას,
ალერსს,
სიყვარულს,
შენდობას ვსწავლობ,
მინდა გამიგო,
როგორ მიყვარხარ,
და ჩემს სიმორცხვეს ძილშიც კი ვწამლობ.
თუ გემეტება
სიტყვა სათუთი,
სირთულე სულის
თუ არ გაშინებს,
გამიღიმე და
პასუხის ნაცვლად
გულს ლოცვით სავსეს
გიძღვნი მაშინვე.
იქნებ დაგღალა
ჩემმა დუმილმა,
ოცნების თვლემამ
თუ შეგაშინა,
მოდი და
ხელი ჩამჭიდე მაგრად
მე ხომ ძვირფასო
დიდი ბავშვი ვარ.
გაუბედავად
მოვყევი
მზის სხივს,
იქნება ღმერთმაც ასე ინება,
შენთან დამთავრდეს თავნება სულის
ამქვეყნიური გასეირნება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები