ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უვაშლო ევა
ჟანრი: პროზა
29 აპრილი, 2008


უცხო ცას გამოკერებულები


         
ოთხნი არიან.აქ რანმდენი წელია ცხოვრობენ ზუსტად ვერ მითხრეს ,თვლაც აერიათ ან
უბრალოდ,კიდევ უფრო რომ არ მოუნდეთ შინ დაბრუნება,ცდილობენ ამაზე არ იფიქრონ.
ყველაზე მეტად  ეს შეკითხვა არ უყვართ:როდის “ჩამოხვალ?”(რომელსაც ოჯახის წევრები ტელეფონზე საუბრისას ხშირად უსვამენ)

პასუხი არ აქვთ და ალბათ იმიტომ,თუმცა ოჯახის დასამშვიდებლად ცრუობენ
მალე.ეს მალე როდის იქნება ვერ მითხრეს.არა იმიტომ,რომ არ უნდათ-უბრალოდ ამაზე ფიქრი აღარ შეუძლიათ!
არალეგალები არიან და პასპორტებსაც კარგა ხანია გაუვიდა ვადა.მუშაობენ”შავად”.დღე-ღამეში იმდენ საათს და იმდენ ადგილზე,რომ ერთ-ერთ მათგანს ფეხზე მდგომსაც შეუძლია ჩათვლიმოს რამდენიმე წუთი,შემდეგ კი ისევ დაუბრუნდეს რეალურ ცხოვრებას,მაგრამ რა ნერვების ფასად თავად განსაჯეთ.ღამის ცვლიდან დილის ცვლაში,მერე იქნებ შუალედში  ჩათვლემა მოასწრონ და ასე გრძელდება უსასრულოდ.შედეგად ოთხივეს სხვადასხვა გამოხატულების ნევროზი აქვს.ითვლის ყველაფერს :ხეებს,ქუჩაში მიმავალ უცხო ქალებს ,კიბის საფეხურებს და ენატრება,გამუდმებით ფიქრობს იქ (თბილისში)დატოვებულ ოჯახზე,ახლობლებზე,გოგონაზე რომელიც სკოლის ასაკიდან უყვარს.ამ სიყვარულს დისტანციაც ვერ აუძლურებს.უყვარს და სჯერა რომ ჩავა და შექმნის ოჯახს.აქ დაგროვილი ფულით კი პირობებს გაიუმჯობესებს,თუმცა ეს როდის იქნება,დანამდვილებით არ იცის.ერთადერთი ყველაზე სწრაფი გზაა-დეპორტაცია,რომელიც მათთვის უმაღლესი სასჯელის ტოლფასია.აქ ვეღარ დავბრუნდებითო,არადა არც “აქ’” უნდათ ცხოვრება.ბარსელონის ქუჩები უკვე თბილისზე უკეთ აქვთ შესწავლილი…..ყოველი ჩვენი საუბარი ისევ უვადო ვადით მიტოვებულ სამშობლოზე იწყება.
-მაინც,რამე თუ შეიცვალა ამ ბოლო ხანებში?ალბათ უკეთ ცხოვრობს ხალხი?!
მეკითებიან ,მაგრამ დაბრუნების მაინც საოცრად ეშინიათ.
-ვერ წარმომედგინა რომ აქ ასე გამიჭირებოდა-ამბობს ერთი.
-მე კი მეგონა,რომ აქ უკეთ ვიგრძნობდი თავს.მეუბნება მეორე
-ყოველთვის ასეა,შორიდან  ყველაფერი სხვანაირად ჩანს,ვინც მეუბნებოდა:სადაც არ ხარ უკეთესი ნუ გგონია,არ გარისკოო,მტერი მეგონა,ახლა კი უკვე გვიანია!ნანობს მესამე.
-ყველაზე მეტად ქართული მენატრება-ქუჩაში,ტელევიზიით,ყველგან მინდა რომ ქართული ენა მესმოდეს.ნატრობს მეოთხე.
-კიდევ კარგი აქ ერთმანეთი გვყავს,ასე გაცილებით ადვილია,გაჭირვებაში კიდევ უფრო დავუალოვდით ერთმანეთს.
-დედაჩემის ნახელავი ხაჭაპური მენატრება.აქ კი ვისწავლეთ ცხობა და სადილების კეთება,მაგრამ ისე გემრიელად მაინც ვერ ვამზადებთ.აუ,თურმე რა ფუფუნებაში გვიცხოვრია და გვიან მივხვდით!
-კარგი რა,რატომ გვაყენებ სევდიან განწყობაზე,მოგწონს თვალცრემლიანი ბიჭები?ამას ჯობია სამზარეულოში შევიდეს ვინმე,საუბარში გართულებს ხაჭაპური დაგვეწვა!არა,შენ სტუმარი ხარ,ჩვენ მოგემსაურებით!ისე,იცი როგორ გვეზარება ხოლმე სადილების კეთება?!თუ ერთმანეთს ვუჯიბრეთ და დროზე არ მივხედეთ ქურაზე დადგმულ სადილს იწვება და მერე ისევ ბუტერბროტებს მივირთმევთ.
ხინკლის მოხვევა იცი?ჩვენ იცი რა მაგრად “დავამუღამეთ:?!”გინდა უცებ მოგიხვევთ,ცხრამეტნაოჭიანს
თუ ვერა,არც ნაკლებს!არ გეხურებით.მანმადე კი გული რომ არ წაგვივიდეს შიმშილით,კვერცხი ვჭამოთ,
უცებ მზადდება,მარტივად  და თან გემრიელია.თოხლო თუ გიყვარს მაშინ ადუღებულ წყალში ჩაყარე
“მამაო ჩვენო “სამჯერ წაიკითხე და მზადაა.ეს მონასრეტერში მასწავლეს .ისე,აქაც ვიცავ მარხვას,სხვანაირად ამ განსაცდელს ვერ გავუძლებ.რომ იცოდე რამდენი
ასცდა გზას!აბა რა ექნა მშიერი იყო,ოჯახიც მშიერი ჰყავდა და,..
-რამდენი ქართველი ცხოვრობს და ბევრი!ოღონდ ისეთებიც არიან ჩვენს “სასტავში”რომ არ ვუშვებთ და
და არც ჩვენ ვეკარებით ახლოს.
-არ დაწერო რა ჟურნალისტო!-მეხუმრება ერთი
-სახელებს არ დავწერ-ვპირდები.
-რა გინდა დაწეროს ,უსახელოდ ამბები და ჩვენი ახლობლებიც კი ვერ მიხვდებიან,რომ ჩვენ
ვართ.სხვებისთვის კი ჭკუის სასწავლებელი იქნება!
Aაი ,”უზრუნველად” მცხოვრები:ბიჭების ესპანური ცხოვრებაც!მათი თბილისში დარჩენილი ახლობლებირომ
შენატრიან და ჰგონიათ საზღვარგარეთაა,აბა მაგას რა უჭირს,ე.ი.კარგადააო.არადა ვინ იცის რამდენი
გაჭირვება აქვთ გადატანილი?!
ერთი (ახლა უკვე ღიმილით იხსენებს და) მიყვება როგორ ეძინა ქუჩაში ყუთებზე,სანამ სამსახურს იშოვიდა და სანამ ერთმანეთს იპოვნიდნენ
ვის როგორ უჭირდა.ახლა,ისინი ერთმანეთს პატრონობენ,სხვანაირად ცხოვრება ვერღარც წარმოუდგენიათ.
ეხუმრებიან,კინკლაობენ,ამხნევებენ და ერთმანეთის მეტი უცხო ცის ქვეშ არავინ ჰყავთ,არც არავინ
ეიმედებათ.
-აბა ვის რა ვთხოვო?ვინ დამიდგება მხარში,ან ვინ მიიტანს ჩემს გასაჭირს გულთან,ერთმანეთს თუ არ
მოვუარეთ?! Qქალები??კარგი რა დაქორწინებზე არც ვფიქრობთ.ისე,რომც ვიფიქროთ,აბა,ვის ვჭირდებით
ასეთი უფულოები?აქაურებს მითუმეტეს!
-ისე,ბავშვები მაგრად მიყვარს!ნახე რა ლამაზი ჯემპრი ვუყიდე ჩემს დიშვილს,მოგწონს?ამ დღეებში
გავუგზავნი.
-მე შემიძლია ჩავუტანო-შევთავაზე.
-შენ იმდენი ბარგი გაქვს,თანაც ჩვენი პრობლემებითაც რომ “გგრუზავთ”:ეგაც გეყოფა!იცინიან.,.
მერე თხრობის აზარტში შესულები,ვეღარ აკონტროლებენ თავს.ზოგს ტუჩი უთრთის ,ზოგი სევდიანდება და ცრემლენი ადგება თვალზე.თუ ერთმანეთს შენიშნეს აღელვება
თავდაცვის მიზნით დაცინვაზე გადადიან:თავმოყვარე ქართველი კაცი,აბა,ქალის წინ როგორ იტირებსო?!
არადა ვინ იცის,იმ წამებში ვის რა ასენდებოდა,ენატრებოდა და საკუთარი თავისაც შურდა!საკუთარი
თავის წარსულში!წამიერად სევდა ყველას გვჯაბნის და  ყველა ერთად ვტირით,..გულში გადავწყვიტე
:დავბრუნდები და ყველას მოვუყვები ამ ბიჭების ისტორიას.გადავარწმუნებ საზღვარგარეთ სამუშაოდ
წასვლის მსურველ მეგობრებს,ყველა გეგმას “ჩავუშლი”,დავანახებ,რომ უცხოელი აქ არავის ჭირდება
და თუ დაჭირდათ,მხოლოდ იაფ მუშად!
-აქ რა სატირლად ჩამოხვედი?-(ფიქრი გამაწყვეტინა ერთ-ერთმა)წამოდი,გავისეირნოთ,სახალხო ზეიმი
“ფიესტა”დაიწყო ,კარგად გავერთობით.
ვთანხმდები და სეირნობისას რამდენიმე შეკითხვას ისევ ვუსვამ.
-მაინც,რატომ არ იკარებთ აქ ჩამოსულ ქართველებს?
-კაი ,რა!ყველაფერი უნდა გაიგო?
-მაინტერესებს,..
-იმიტომ რომ ხელიდან წავიდნენ”,.,ნებისყოფამ უღალატა უმეტესობას და იოლად ცხოვრება დაიწყეს,.,.
წამლის ფულს სად შოულობენ და მაღაზიაში!რა როგორ?!ეცინებათ და აგრძელებენ:მაგათთვის
აქ ყველაფერი “ჯიბეში ჩაყრითაა”ანუ ქურდობით,.,.
-ჩვენზე ცუდი არ იფიქრო,იმ წრეს სათოფეზეც არ ვეკარებით,თორემ ახლა ასე,ნახევრადმძინარე
მზეთუნახავებივით კი არ ვივლიდით დანევროზებულები.მაღაზიიდან მაღაზიაში ვიწანწალებდით,მერე
ერთმანეთში დავინაწილებდით “ობიექტებს” ჩხუბი რომ არ მოგვსვლოდა და ვიცხოვრებდით იოლად
თუმცა შიშით,..
-ახლა იმ “ტიპის”გასაცნობად წაყვანა არ მომთხოვო!ჟურნალისტების ამბავი რომ ვიცი,ყველაფერი
გაინტერესებთ!მე მოგიყვები,იმიტომ,რომ ვიცი,მას გამოსწორება უნდა!ყოველ დილით იმ იმედით
იღვიძებს ,რომ აღარასოდეს მოიპარავს,..თუმცა სანამ მოშივდება,.,.აბა,ყველა ხომ არ იმუშავებს?!ისე,
ქართველებზე მაგარი ქურდები არ არსებობენ.მათი ხელოვნებაც და ქურდობის შეუდარებელი ნიჭიც უკვე
აღიარებულია!
ფეხსაცმელების მაღაზიის ვიტრინისკენ გამექცა თვალი,.რაც ბიჭებს ,.შეუმჩნეველი არ დარჩათ და
განაგრძეს,
  ხომ ხედავ მათი შიშით აქ ფეხსაცმელებიც კი ცალ-ცალი უწყვიათ?!მერე ის,რომ ერთ მაღაზიაში
მარჯვანას მოიპარავს,მეორეში იქ სადაც იგივე ფირმისას წააწყდება მარცხენას და ასე დააწყვილებს.
რომ იცოდე რამდენი ცალ-ცალი ფეხსაცმელები აქვთ “აზულიანტებში”?!(ეს ლტოლვილთა ბანაკია,
სადაც ცხოვრება გაუსაძლისია,პირობები საშინელი და აქედან გამომდინარე დეგრადირებული ბინადრებიც.ე.მ)
თუ წინასწარ “დაუზაკაზა” ვინმემ ეგ უფრო ამართლებს!აი,ასეთია ესპანური ცოვრება მათთვის,ვისაც
ნებისყოფა არ აქვს!
-აქ ჩამოსვლას და ასეთ პირობებში ცხოვრებას, ახლობელს კი არა ,მტერსაც არ ვუსურვებ.,თუმცა
ამასაც მივეჩვიე,თანაც ისე,რომ სადეპორტაციო განყოფილებაში აღმოჩენილი,რატომღაც თვითგადარჩენის
მიზნით,ყველა ღონეს მივმართავდი,აქ რომ დავრჩენილიყავი.ახლა კარტებს არ გავხსნი,ისედაც ბევრი მო
გიყევით,.,.იცი ,იქ რა ვნახე?ქართველები,რომლებიც ვენებსაც კი იჭრიან,ოღონდ საქართველოში არ
დააბრუნონ.!ხვდები ეს რას ნიშნავს?
დავიზაფრე და კითხვის დასმისაც შემეშინდა,უარესი პასუხის მოლოდინში,.
-მერე,ასეთებს უცებ აშოშმინებენ,რაღაც ნემსს უკეთებენ,არ ვიცი რას,მაგრამ არაბუნებრივად ამშვიდებენ
რეაქციები უნელდებათ,დებილდებიან რა! კიდევ კარგი თავი დავაღწიე,გადავრჩი!
-შენ რა გიჭირს,მალე შენიანებთან ჩახვალ !მოგენატრებოდა ქალაქში ხეტიალი,.,.
რა უნდა გამომიგზავნო,დედაჩემის ხაჭაპურები?რა გულუბრყვილო ხარ!დედას მე აქედან
თუ არ გავუგზავნი რამეს იფიქრებს,რომ ცუდად ვარ და იდარდებს.არ უნდა იცოდეს ,რომ სინამდვილეში ღმერთის და ერთმანეთის ანაბარად ვართ.

იმითაც ვკმაყოფილდებით,რომ ბინის ქირას ოთხივე “ვაკოწიწებთ” და არც მშივრები ვართ,.,

-მოდი,ზღვასთან მივიდეთ,ეს ფირუზისფერი ზღვა ღამით ისე შავდება,,წამით მგონია,რომ შავი ზღვის ნაპირ
ზე ვსეირნობ და კარგ განწყობაზე ვდგები.
,.,.,.მანმადე ქუჩებში ვხეტიალობთ,ცოტახანში სიჩუმეს ისევ ერთ-ერთი არღვევს:
-თბილისის ქუჩები მართლა განათებული და გალამაზებულია?აუ,ეხლა თეატრალურის წინ დამაყენა ან
“ნიკალაში”დამსვა ძმაკაცებთან ერთად!
-მოდი,რამე ქართული ვიმღეროთ,აბა,ახალი ჰიმნი გვიმღერე,.,.
-ხო მართლა,ახალი დროშაც დაგვიტოვე,რომ დაგვპირდი,არ დაგავიწყდეს!
ასეთი აღელვებული ზღვა დიდი ხანია არ მინახავს,ხვალ იწვიმებს!ავბრუნდეთ სახლში,ბიჭები ხინკალს უკვე მოახვევდნენ.
-რა შეწუხებაა,ასეთი გახარებულები კარგა ხანია არ ვყოფილვართ,შენ თბილისში გადაგვიხადე პატივისცემა-.
სტუმრად რომ ჩამოვალთ მაშინ!-იცინიან და თვალები საოცრად უბრწყინავთ.
“სტუმრად რომ ჩამოვალთ”!ეს ფრაზა მეორე დილითაც  კი,როცა გასაცილებლად მომაკითხეს,ყურში
ჩდამესმოდა. უცხო ცას გამოკერებული ეს ბიჭები,უკვე ძალიან ახლობლები გამხდარიყვნენ ჩემთვის ,რომელთა შორის ყველაზე
უფროსი სულ რაღაც 23 წლისაა.თუკი წინა საღამოს სამშობლოში დაბრუნების სურვილი ამოვიკითხე
მათ თვალებში,ახლა იმედით გაბრწყინებულ სახეებს , სევდა მორევია და ცრემლები ისევ დამალეს.
Gგულწრფელად შემრცხვა იმის,რომ მე შემეძლო და  მათ გარეშე ვბრუნდებოდი  მონატრებულ სამშობლოში,მათ
Kკი იქ  ვტოვებდი თანაც უვადოდ!
Qქართველი ყველგან ქართველია:ესპანეთშიც,საფრანგეთშიც,ამერიკაშიც,მაგრამ ყველაზე ლაღი მაინც
საქართველოშია!

-აბა,ცრემლები არ დაგვანახო და არ დაგვივიწყო!ჩვენ აუცილებლად ჩამოვალთ სტუმრად!
მიცინიან დამშვიდობებისას.
  სტუმრად საკუთარ სამშობლოში,,,ვფიქრობ და მათი გაღიმებული სახეების გარჩევას ვეღარ ვახერხებ.



      პ.ს. – ბიჭებს მინდა მოვუბოდიშო,თუ პირობა სრულად ვერ შევასრულე და ბევრი რამ(მათივე სიტყვებით რომ ვთქვა)”დავფქვი”,ვიცი  არ გეწყინებათ,იმიტომ რომ თქვენც არავის ურჩევთ იმ გზის გავლას და სირთულეებით ცხოვრებას ,რაც თქვენ გადაიტანეთ ან იქნებ ჯერ ისევ ბევრი რამ გაქვთ გადასალახი?!თქვენს ვინაობას და სახელებს არავის გავუმხელ.ამ ყველაფერზე,უკვე დიდი ხანია ვფიქრობ და მივხვდი,რომ თუ არავის ვუამბე თქვენზე,გულიც გამისკდება და ერთ-ერთი დამნაშავეც ვიქნები მათ წინაშე,ვისაც იქ სადღაც,სამშობლოდან ძალიან შორს უკეთესი ჰგონია.


                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები