ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2014


უსასრულობამდე


წყლის წვეთიდან ზღვამდე,
კენჭებიდან მთამდე,
გულის გაგლეჯვამდე,
სულის დამსხვრევამდე,
თმების გაწეწვამდე,
სრულ გაგიჟებამდე,
ვერ გაჩუმებამდე,
გასულელებამდე...
დილიდან დილამდე,
სიტყვიდან სეტყვამდე,
თვალიდან ცრემლამდე,
წამიდან წლებამდე,
ნაჩუქარ ნეკნამდე,
ზღაპრიდან ცხადამდე,
ვაზიდან მტევნამდე,
შავიდან თეთრამდე...
უსასრულობამდე...
ჩემიდან ზეცამდე,
შენიდან ჩემამდე,
მიყვარხარ, ღმერთამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები